среда, 14 ноября 2012 г.

ტრფიალნი




გაუმხილველი
ცეცხლი გულში თუ ძალით ღიმილი
მზერის მოპარვა ფიქრთა მალება,
ბოღმით ბჯენილი გრძნობის ჩივილი,
დაბადბა თუ გარდაცვალება.
შერბეთი მაგრამ ჯოჯოხეთური,
იმედი მაგრამ თან ირონია,
ხან ბედნიერი,ხან უბედური,
ღმერთის რისხვაა თუ მირონია.
და სუნთქვაც სულის ჯინ მორეული,
თვისებრ მეგობრის მაძებარია,
მონაპოვარით შემდეგ ძლეული,
ვით ლოთი სასმლის მაქებარია.
სიტყვები ჩუმად თქმული ეული,
გაზიარებად დიდი ზღვარია,
იქნებ მტანჯველი იქნებ წყეული,
მაგრამ ნეტარიც ეს სიზმარია.
ისევ შეპარვით ისევ ვნებული,
ბოღმის დუღილით,თვალზე ცვარია,
შეუმჩნევლობით დავიწყებული,
გაუმხილველი გული მწვარია.
ერთი ღიმილიც რა ნობათია,
რა ნობათია თვალნიც გიშერის,
როცა ამ გულში ცეცხლი ანთია
და როცა იცი ვერვინ გიშველის.
გრძნობის ჩუქურთმამ განძი ფარული,
ვით უდაბნოში წყალის ზმანება,
მოწყურებული ეს სიყვარული,
გასამჟღავნებლად არ დამანება.
თვით თუ მიხვდება მიზეზი ტრფობის,
ან თუ ჩემ ოხვრას მოკვრით გაიგებს,
ღმერთო ნუ გამხდი მის საგნად გმობის,
თორემ ეს გული ლახვარს ჩაიგებს.

94.10.17

ნატოს
არ ჩამითვალო როგორც არშიყი ,
მიიღე როგორც წმინდა ტროპარი,
სიკვდილის მიზეზს ტრფობას დავარქმევ,
შენ მითხარ მხოლოდ შესანდობარი.
არაქათ განვლილ სულს თავმოყვარეს,
ერგო ეს ბედი უსიყვარულო,
დარდი მოაწვა კვლავ გულს მშფოთვარეს
და შენ იხსენი სულო ზღაპრულო.
რამდენ სიყვარულს იტევს ეგ მზერა,
რამდენ სიყვარულს იტევს ეგ გული,
უსამართლობას გადაემტერა,
სიკეთისგან კი დარჩა ჩაგრული.
მრწამს მთელ სიწმინდით,ღიმილი მისი,
ბავშვის უმანკო გულუბრყვილობა,
ხვედრი ცხოვრების გაუსაძლისი,
მაინც ურყევი ნაზი ზრდილობა,
მინდა აგიხსნა გულის წადილი,
ხარბად ვეწაფო ტრფობის ფიალას,
კერპად ვაქციო შენი მანდილი,
ხოტბა შევასხა შენ სულს კრიალას.
შემდეგ კი ალბათ სანთლად გადვიქცე
და ყველა შენებრ ხატთან დავინთო,
საკურთხეველთან ღვენთად დავიქცე
და სიყვარული ჩემი გაგინდო.
სამაგიეროდ ერთს გთხოვ გახსოვდეს,
არ დამიძრახო ხალასი გრძნობა,
ჩემი სიცოცხლე სიკვდილს ჩაქსოვდეს,
ოღონდ შენს ტრფიალს მომეც შენდობა.

94.10.14
ირმას

გეტყვი,- ამ სიტყვებს არც ლანძღვას ველი არც მინდა ტაში,
გეტყვი,- ეს გრძნობა რომ არც კი ვიცი დავმარხო რაში,
გეტყვი,- არ ვცდილობ მე ამაღლებას მაგ კოხტა თვალში,
გეტყვი,- და ალბათ გავშლი იალქანს მე ცრემლთა ზღვაში .
გეტყვი,- ამ სტრიქონთ რომ ვწერ დამცქერის უკუნი ღამე,
გეტყვი,- ამ ჩემ გულს ვერც მე და ვერც სხვამ გაუგო რამე,
გეტყვი,- მპატიობ?- თუ განცდა სიტყვით ვერ შევახამე,
გეტყვი,- მოვკვდები, თუ ჩემებრ გული შენც გააწამე.
გეტყვი,-ღიმილში დაფარულ ზღაპარს სევდიან თვალთა,
გეტყვი,- მიმონებს,ჩუმი ბაგენი,სიწითლე ღაწვთა,
ვინ იცის იქნებ სისუსტე ჩემი ვნებაა ქალთა,
იქნებ ამ გრძნობას ეს გული ჩემი მაინც ვერ ჩაწვდა.
გეტყვი,- ცხრა ბგერას,ცხრასვე ნასროლსა ერთ სამიზნეში,
თუმც დამცინებენ და ჩამითვლიან ალბათ სიყრმეში,
განა სჭირია მხელა სხვაობა ასაკს ციფრებში,
როცა ებრძოლვი გძნობებს დარდიანს დიდხანს ფიქრებში.
თუმც კი ფიქრებმა სიტყვებით ბევრი ხოტბანი ხარჯა,
და შენც სასმენად იქნებ ჩათვალო არ ღირსო გარჯა,
ვისაც ვეტრფოდი მაგიერ ყველამ მარგუნა დასჯა,
ყველამ ხელი მკრა უპასუხოდ,რად უნდა განსჯა.
ეს აღსარებაც ამით გიამბე ეულმა მწირმა,
მარტოდ შთენილმა,იმედ კარგულმა და განაწირმა,
მოვსულვარ შენთან კვლავ სიყვარულის დამრია ჭირმა,
შენზეა ხვედრი ჩემი ბედისა ,შემინდე ირმა

94.10.29

***********
ხალიან წარბთან, ხალიან ტუჩთან,
უწყალო თვალთან,ღიმილთან ურჩთან,
სევდაა გულში,ბრძოლაა სულთან,
ძნელია განსჯა შეყვარებულთან.
ეს ფიქრნი ვითარც საზრდონი წყულის,
ტრფობის ქარცეცხლში მიმოფანტული,
წმინდა გრძნობისთვის კვლავ წამებულის
და სავედრებლად სანთლად დანთული...
შენი თვალები მრავალის მთქმელი,
ხოლო ღიმილი ცხრაკლიტულია,
სიტყვებს ბაგეზე ალმურით ველი,
გრძნობათა წვდომა უფრო რთულია.
მაგრამ წადილი არის სპეტაკი,
მიმოყრილ სიტყვებს ბევრად სჯობია
გიცქერ თვალებში და თან ვიდაგვი
და ფიქრიც შენზე დაუთმობია.

************
მიყვარხარ, მაგრამ რა შეცვლის ნაცარს,
იწვოდეს ცეცხლში დაუმთავრებლად,
არც შენ უშობხარ ქალღმერთად ამ არს
და არც მე მსხვერპლად შენთვის მწამებლად
გაჰყვა ქარბედას უიღბლო რწმენა,
ღალატის მოწმეს მუსრავს გრძნობები,
გვიან არს ახლა გლოვა ცრემლდენა,
მიყვარხარ, მაგრამ გემშვიდობები.




**************************
მოლოდინში ლამპარია ოცნება
მოლოდინის ზღაპარია იმედი,
მოლოდინში ვუარყავი ცხონება,
სამარემდე შენზე ფიქრში მივედი,
დავწვი გრძნობა ვიხსენ ჭეშმარიტება,
მოლოდინმა ბევრი მსხვერპლი ინება,
მოვკვდე იქნებ თუ სატფროს ეწყინება,
სამძიმარზე თუკი მომევლინება.



**********
მინდა ვაკოცო მაგ ტუჩთა გნიასს,
მინდა რომ ჩავწვდე მაგ თვალთა ლაციცს,
ხელი შევავლო კულულთა ხვიას ,
ხარბად ვუყნოსო შენ სუნთქვას ნარცისს.
თუმც სიყვარულზე სხვას დავცინოდი,
ბედმა მეც დასჯად ტფობა მარგუნა,
ვერ შევიყვარებ გულქვას ვჩიოდი,
სიდინჯე ვნებამ მაინც დათრგუნა.
მწარე ფიქრები მწარე ქარს ვანდე
წვიმაც ვერ ვპოვე ცრემლების მშობლად,
გულისთვის სატრფო ვერსად დავლანდე,
და მთვრალი სულიც დამირჩა ობლად,
იმედი რისხვად რისთვის გადმექცა
და სიყვარული მექცა დომხალი,
მე თუ ვაჟობა შენთან დამექცა,
მაშ რად მაცოცხლებ ბარემ მომკალი.

ლალი ციციშვილს

მზემ დამაბნელა,მთვარემ გამჩრდილა,
ვარსკლავმა მდურა,დამწვა სანთელმა,
საუდაბნოოდ ვნება გარჯილა,
ვერ ჰკლას წყურვილი შენმა მნახველმა.
ჭეშმარიტებას განგება უწყის,
რომ ერთი ნახვით ერთი ცისკარის,
ენა უბნობას რომ არც კი ურცხვის,
რაქნას გრძნობატა სამხილი არის
გინდაც პასუხი იყოს ის ქარი,
ქერა ტალღიდან მიმოფანტული,
თუნდაც თვალები მისი ზღვისდარი,
გინდაც ღიმილი მისი ხატული.
ოხ,ძვირფასია არ მემეტება,
ყვავილს მოწყვეტა დააჭკნობს უმალ,
თუმც მიმძიმს მისი გულით ხეტება ,
გიძღვნა? -შეკრთები,დარჩეს იდუმალ...
გულცივო ლედი

ვერ დამიშლიდნენ მიყვარდ ხარბად ,
ფიქრთა ქელეხში ნაღველი მჭამდა,
თუმც გუცივობა ვიგემე ჭარბად,
ტრფობა მშიოდა და შენი მწამდა.
მაგრამ სადამდე როდემდე ვენთე,
ტრფობის ქალღმერთთან მე სანთლად მდნობი,
და აჯა ჩემი უკვალოდ ვღვენთე ,
არვინ გამიჩნდა მე თანამგრძნობი.
რწმენაც უიღბლოს ნიავით გაქრა,
და უბედობის გამოჩნდა შარა.
გულმაც ბოლოჯერ ჩივილით გაჰკრა,
რაც ასე მწამდა აღარ მწამს არა.
საძრახს არ ვიქმდი სიცოცხლე მსურდა,
ახლა არ ვიცი რაც ვქმენ თუ ღირდა.
გული გავიღე ტრფობაზე ხურდად,
რომ სიყვარული მე შენი მჭირდა.
მაგრამ რა ვუყოთ მღალატობს ბედი
და მკურნალმა დრომ,თუ დარდებს სძლია,
მერე რა მოხდა გულცივო ლედი,
თუ ჩემებრ ტფობა არ შეგიძლია.
კვლავ შემოდგომის დაბერავს ქარი,
გიშრის თვალებმა კვლავ არ მაცდუნოს,
და სიყვარული ვიტყვი სადარი?,
არ ძალიუძს გულსა უცებ დათრგუნოს.
ყოველი რაც ბრწყინს ოქრო არ არის,
არც ის ოქროა რაც არა ბრწყინავს,
დაე გამყინოს ზღუდემ სამარის,
ვიდრემდე შენთან ყოფნა გამყინავს

1996წ





*************

აპრილის წვიმა გაცილებს ჩემგან,
დრო კითხვას დასვამს ვინარი სწორი?
წყლულებს ჩვენ შორის დარჩენილს ბევრგან,
წინ, ცხოვრების გზა გაფანტავს, შორი...

არავის...




იაგუნდისა,სუნთქვა მუშკისა,გრძნობით ხუნდისა..,
აზარფეშაში ღიმი და კერტი..,
ფრესკა ღმერთისა..,ფიქრი ქურდისა..,
ზვირთები ზღვისა,მიწისა ბელტი...
როცა დააცხრობს სიამეს ცხადი,
ნაწვიმარს როცა მზე შეიპირებს,
ან მოჰკალ ფიქრი,ან მოგკლავ დარდით,
ჩაგძახებს გული და თან იტირებს.
ნაწნეხი არსით ფანტაზმი ხარბი,
ბერავს იალქანს მიაპობს ჭალობს,
რატომ მიყვარხარ?ვით კითხვა გარბის,
არ შემიძლია არ ძალმიძს წვალობს.
ნუთუ მიაღწევს კუნძულძე ნების,
ნუთუ გაიგებს ის პასუხს ფრესკის,
თუნდ ირონიის საფლავში კვდების,
უკან დასახევ ვერა იქმს ესკიზს,
თუ საოცნებოდ ხვედრი არ წყალობს,
არც უნდა სკიპტრა არც მადლი კვერთხის,
ეული მარტოდ ტურფას უგალობს
და განწირულთა მხედრიონს ერთვის,
სიწმინდეს როგორც ღირსებით ტოლი,
გაძარცვავს ვით ბაღს ფერიცვალობას
რად უნდა ერთგულს რომ ჰყავდეს ცოლი,
იგი თვით გრძნობას უხდის მადლობას.
იაგუნდისა სუნთქვა მუშკისა,გრძნობით ხუნდისამ,
ვერ დაანება აზარფეშას ღიმი და კერტი,
თუ ფრესკა ღმერთის არ იცვლება,
არიცვლება ფიქრი ქურდისა,
ზვირთებმა ზღვისამ კვლავ ჩარეცხა მიწისა ბელტი. ..
1998წ.



სად ვიჩქაროდი…


ეს კელაპტარი წმინდა,მსხვერპლია ვნებათა ქარის,
თუმც ჩუმად ქრება არ ითხოვს ცრემლსდა არც რეკვას ზარის,
ვისთვის ლოცვაა და ვისთვის სულის სიბნელი ჭრაქი,
არსებობს ნუთუ?,თუ არსებობდა დაანთეს რაკი...
სად ვიჩქაროდი რომ ყველაფერი ერთბაშად მეთქვა,
წყდებოდა ფიქრი,წყდებოდა ლტოლვა სიცოცხლის ფეთქვა,
დაფარულ ძრახვათ,უმეცარ სურვილთ,აწრთობდა სევდა,
და თან ძალუმად ნაგები გზნება უკმარის მდევდა.
სად ვიჩქაროდი,სიტყვები დამრჩა,ვით ფერფლი სულის,
არ ძალუძს ერთგულს უგვანოდ ნათლოს დრო გარდასული.
იქნებ არც ღიმით,იქნებ არც ცრემლით მე აღარ ვილტვი,
ძველ გრძნობას საზრდოდ კვლავ დავატარებ,ვით სუნთქვას ფილტვი.
ეს ის წყაროა გასინჯავ რაკი ემონვი წყურვილს,
გმინავს აბრაგი ეწაფვის სიტურფეს და მდურავს სურვილს,
ვარდისფერ ბექობს შეღებულს ოდნავ გულს უჩენს ამქარს,
დაკბენილს კბილით დასრესილთ ხელით ტუჩთ ყინულ შაქარს
შემინდე ღმერთო ცოდვა, მის მკერდზე სირბილე ხურვის,
ჩემ ჯოჯოხეთში მის კერტთა ბიბინს ,ნუ მისცემ ნურვის.
და სანამ ძალუძს ატარონ მკლავთა ეს ხელშეუხლნი,
ნარნარა ტანი მთვარული ყელი მრთოლვანე მუხლნი.
ღიმილი მისი უმანკოთა ბაღნარად ჰყვავის,
ჯადოსნურ ძალას შავ თვალწარბთა თუ ხვდება თავისს.
დიდხანს მღრნის თავში მცდის და მაწამებს სამსჯავრო უფლის,
მზადა ვარ მოვკვდე ამ ხიბლთა მოწმეს უგრძნობლად თუ მთვლის.
თუ წუთისოფლის ამნაირი განგება მელის,
შენ მიხსნი კარგო შენთან ყოფნა და ალერსი მშველის

1998წ.


აა ლედი.

შენი თვალები მხიბლავს წყვდიადში,
ხოლო ნათელში მხოლოდ მაგიჟებს,
და სადღაც თითქოს გულის წყვდიადში,
შენკენ მოსასვლელ ვითვლი ნაბიჯებს.
თავს გუშაგად ვგრძნობ ღამის წყვდიადის,
მთვარეც თვისნათელს საჩემოდ ღებავს,
შენ გელტვი რადგან ქვეყნად არავის,
ჩემ გულკლიტულში მოსვლა არ ნებავს...
რავქნა რომ ჩემგან არც ლოთი იშვა და არც წმინდანი,
მაგრამ ერთისთვის სენი უქრობი მიჭერს მარწუხებს,
ყავას ვსვამ და ფსკერს ეს ფიგურები წყეულისანი,
ნთქავენ მის სახელს და იმ მწველ გრძნობას მე, რომ მაწუხებს ...
და თუ დასრულდა ეს იდუმალი ჩვ ენი ცხოვრება,
და თუ დატოვა,მოგონებათა უტყვი შუალედი,
გეტყვი არ გიცნობ მაგრამ დარჩები მუდამ ოცნებად,
და თუ გულსა მთხოვ გეტყვი დაიწვა უკვე, აა ლედი.







ეს იყო ერთხელ,..

ცას გაბრწყინებულ ვარსკვლავი ვნახე,
არც მიღიმოდა და არც ტიროდა.
თითქოს მოვკვდი და ძლივს დავიმარხე,
გაზიარება დარდის მჭიროდა.
შენ მაშინ უფლის ანგელოზს ჰგავდი,
და შენ ბაგედან ლოცვა დიოდა,
ჩემი გული კი ტრფობით აღსავსე,
აღარა სცემდა შენზეც ჩიოდა.
ჩემი დარდით კი ცამაც გაწვიმა.
გაიზიარა ვითომ ნაღველი.
თვალთ დამიბნელდა ვეღარ გამჩნევდი,
ისე მეგონა თითქოს წახველი.
მაგრამ შენ კვლავაც კუთხეში იდექ,
მე შენს წინაშე ისევ ვწვალობდი,
ლამაზო მაინც ვერ შემამჩნიე,
პირველ სიყვარულს ეხლა ვსწავლობდი.
გულმა გიგრძნო თუ ღმერთმა ინება,
თვალი თვალს მოხვდა არა გული გულს,
ამან დამამხო ამან დამსერა,
რომ ვერ აყევი შენ ჩემ სიყვარულს.
ფიქრი გაგექცა ძირს დაიხედე,
არ მოელოდი ალბათ ჩემ მზერას,
მეც ვერ გავბედე ვერ გაუძელი,
შენი ფიქრის და მზერის დაჭერას.
ჩაქრა სანთელი დასრულდა წირვა,
სიყვარული კი ვლავაც ანთია,
შენც აღარ ჩანხარ გაჰქრი წახვედი,
გულში შემომრჩა შენი ლანდია
კიდეც გავიდეს მრავალი წელი,
და დამრჩეს გული მე მწარე ბნელი,
ეს შენი სახე მანათობელი მაინც განძია.
ღმერთო ძლიერო ყოვლის მშობელო ,
ვთქვი შენი ხელი ყველას ამჩნია,
რომ სიყვარულის გაუმხილველის,
ატანის ჯანი არ გამაჩნია .

1992წ
სიყვარული როგორც ღვინო

სიყვარული როგორც ღვინო ლამაზო,
გაგიტაცებს მერე უცებ დაგათრობს,
ან დარჩები მისგან ლოთი შთენილი,
ან ცხოვრებას შეავსებს და გაართობს ,
მაგრამ ვაი თუ დატოვა იარა,
სატანჯველად გაგიხადა ამავდროს,
მაშინ მისთვის თავგანწირვა კიარა,
არაფერი შეგშინდება არასდროს,
ბედნიერი არის თუა ის კაცი?
თავად გვითხარ სიყვარულით ეულო,
ღვინოს დალევ, მაგრამ მაინც გწყურია,
არ დამახჩო შე ნექტარო წყეულო.
თუ არსებობს დაე კიდეც გიყვარდეს,
თუ გწყურია კიდეც უნდა დალიო,
კაცი მიწას ისე უნდა ჩაბარდეს,
რომ, თქვას ჩემი მოვიხადე ვალიო


1993წ. 05.20



სიყვარულის დრო

მე გაზაფხულის სითბომ დამათრო,
და შემოდგომის ფოთოლცვენამა,
ზამთრის ფანტელმაც თითქოს გამართო ,
ზაფხულის ხიბლმა ცისარტყელამაც.
მაგრამ რომელმა უფრო მომნუსხა,
რომელმა უფრო გამითბო გული,
რომელს ვეტრფო და რომელს მივენდო,
რომელს ავუხსნა ეს სიყვარული.
კვლავ მოთმინებას რომ მივცე თავი,
იქნებ ცხოვრებამ უფრო მანახოს,
კვლავ გავაცურო მე ფიქრის ნავი,
იქნებ კიდევაც სხვამ მიკარნახოს.
სადარის ის სხვა ან როდის მოვა?,
იქნებ დიდხანსაცვ კიდეც მოველი,
იქნებ ისარი ფიქრის პასუხი,
მან შემაყვაროს ეს დრო ყოველი,
არ მიყვარს დასკვნა მრუდე და მლაშე,
სიყალბით სავსე სიცრუით ვრცელი,
მინდა გამგებო ღრმად დაუფიქრდე
და გამიწოდო მე ეულს ხელი,
რათა პასუხი ჭეშმარიტების,
იოლად იყოს წარმოსათქმელი,
უსიყვარულოდ არც დრო არვარგა,
არც თვე, არცა დღე და არცა წელი,
ვით ხარი ურქოდ,მებრძოლი უხმლოდ
და უწყლოდ ველი,
ნეტარი არის იგი სულგრძელი,
ვის ძალუძს ტრფობა განუსაზღვრელი.

1993.01.28



******************
ოცნებით მავალ გზაზე ერთი ბეწვის ხიდია,
მას ნდობა ქვია და გულიც მისთვის იწვის ნიადაგ,
ამ სურათს ვყურებ ნათელ თვალების ტრფობა მინდია,
ლამაზ ბაგეთა ამბორი ჩუმი და წვდომა ბადაგ



*****************
თუ ჩემი გულის არ მოგწვდა ფეთქვა
თუ ჩემი ფიქრის არ მოგწვდა მზერა
ვგრძნობ. რომ ეს უნდა, მე მაინც მეთქვა
რომ ჩემი სულის ხარ ბედისწერა.
გილოცავ ამდღეს ვით იშვი ჩემთვის
გილოცავ ამდღეს რომ მექეც ცეცხლი
რადგან ამ გრძნობას წყურვილი ერთვის
ვით გაზაფხული შობს ჟივილს მერცხლის



**********************
სილამაზე ისეთი ფაქიზია,
ერთად აღებული ვარდი და ნარგიზია,
მაგრამ ვინ რაიცის ვისთვის ვარგისია,
ვისთვის უშობიხარ ღმერთს ბედიც მაგისია
წლები გავა ისე რომ მე ავორთქლდები,
ზეცას შევერევი ვითარც ნაწვიმარი,
და დროდადრო უფრო, ისე გაოცდები,
როცა ჩემს ლექსთ ნახავ, იქ თქვი სამძიმარი



*******************************

თუ სუნთქვა შენი გახშირებულა სპილოს ძვლისფერ სანაპიროზე,
და მკერდი შენი გადახეთქილა,ბროწეულად სატორად ვეფხვთა,
თუ თრთის სხეული გველის შეხებას ვარდის რბილობზე
და თუ მიმიგხებს ვნების მდინარე გაპოხილ ფერხთა?
მაშინ მოვცურდე ვით მეკობრე ხარბი უძღები
და დაუნდობლად მსურს გავზარცვო ბაღი ცხებული,
ვნების ქარშოტში დადენილი გზნების კურცხლები,
ტანზე გაწვიმდეს ცეცხლივით გწვავდეს კანთ ამბურძგლები.
იმ დღის ცისკარი, შენ მზერასა ჰგავს,
ხოლო ღიმილი იმ მთვარის ღამეს,
რომელიც ფიქრში შენზე ვათენე
და სევდით გული დიდხანს ვაწამე
************************
რატომ დადუმდა შენი ქნარი ჩემო იზიდა,
თუ კაეშანი ჩაცხრა უმალ ლეწეს წყაროში,
თუმიახწია სულმა უკვე გორლოკის ბაღნარს
და დაამკვიდრა მყუდროება მთელ სამყაროში?
ფალავანდიშვილის ასულს



ფალავანდიშვილის ასულს

ზეცამ თუ იცის შენი სიტურფე რარიგ ნაზია,
ცად აწვდენილი, სულს მოხვეული ღვთისა ვაზია,
ნეტა ვინ მოჰკრეფს მაგ შენ ნაყოფს ჯილდოც მასზეა,
მისი ცხოვრება იქნება მშვიდი და ლამაზია.
მზემ უგალობა მთვარეს არია,
ჯერ არ შობილა შენ სადარია,
შენ ხილვამ სულმთლად ამრიდამრია
და მიჯნურობის ცეცხლში გამრია

1


თვით გალაკტიონს შეშურდებოდა მუზანი ჩემი,
და ვერხვთა ნამქერს გააყოლებდა ლანდებს მერისას,
ვით კაპიტანი, ძირებული გრძნობების გემის,
თან ჩაყვებოდა ტრფიალის ზღვაში შენი ხილვისას..
მისახვედრია რად ღირს სიცოცხლედ შენთვის დუელი,
ზეცას მოკვდავნი, ქალღმერთ სამსხვერპლოდ გაუჩენიათ,
შენაირ ქალთან მიჯნურობას ბედით თუ ელი,
მეტოქეთათვის მზად უნდა ქონდეს ბრძოლის გენია.
ნუთუ გაიხსნა ზეცა,მსოფლიოს ნალოდინელი,
თუ აღსდგნენ ივერს საცისკრონი სულთა ალები,
მეგონა უკვე აღარ იყვნენ საგოგმანები,
რაინდთა მუხლის მოსადრეკი შენებრ ქალები





2

საოცარია, წავიკითხე სტრიქონნი შენი
და ციურ ჩქამში შევიგრძენი მათ გულის ფეთქვა,
თითქოს მინდოდა სანუგეშო რაღაცა მეთქვა,
მაგრამ ამაოდ, ვერ გამოვდექ მეუფრო ბრძენი
თან შევამჩნიე რითმათა გამა ფრიად ნაცნობი
ერთ გალაკტიკას მშობლიურს ძეტად, რომ მაგონებდა,
იმქვეყნიურის, პირმშოობა გემჩნა საგრძნობი,
იმქვეყნად ერთდროს, ჩვენი გულები ერთურთს ჰმონებდა.
ხოლო ამ ქვეყნად მოგვავლინა გამჩენმა ახლად,
მის ციურ ჩქამში კვლავ მოგაგენ ნათესავს სულის,
მაგრამ შევიტყვე შენ გულში უკვე სხვამ დაისახლა,
დავაგვიანე მომიწევს ყოფნა უშენოდ კრული.



მაია გოგრიჭიანს

შენ შეამკობდი ზეციურ ატლასს გვირგვინოსანთა,
თვით ზურმუხტ ლალი შენ წინაშე ბროლს დაჰკარგავდა,
სულიერ მწვერვალს და სინატიფეს მანდილოსანთა,
შენს ბუნებაში ანგელოზი მხოლოდ ქარგავდა
ვაჟკაცის ხელით გამოთლილო სახოტბო არფავ,
მიუწვდომია შენი კლდემის მონადირება,
და ვინც იგულვა ვერ შეიმშვენა მუქთად და სარფად,
რადგან შენ სულის მოპოვებას უნდა გმირება
მარად იმშვენე ინატიფე ქალო მაიავ
შენ დღე გრძელობას მზე გრძელობას კვებავს უფალი,
მიწვდომლობა ცისდარობა კიდეც კარგია,
მაგრამ დაგაჭკნობს მარტოობა შენ ხარ თუ ქალი
ამიტომ ღმერთს ვთხოვ მზით დაადნოს ლოლო კაეშნის,
გამოაბრწყინოს სიყვარული მარად ღირს გულში,
სანამ ცხოვრება ყველა გრძნობას მალე გახედნის,
და გარდიღვრება მყოფადობა თავის სასრულში
მაიას ვალენსიაში ყოფნის დროს.

ნარგიზთ და გვირილებს ასდის ალმური,
ვალენსიაში საღამოა ვერცხლის,
შენი მზერა იწვის მარად სანდო სალმური,,
სულს სჭირია შეკრთომა ვით გაზაფხულს მერცხლის.
ვინიცის სულ რამდენი განგმირეს ამ მიწაზე,
ზოგი მიჯნურობით და ზოგი მავრთა მახვილით,
კოლხი ქალის მშვენება ძგერს შენ გულის ფიცარზე,
კვლავ დაეცნენ რაინდნი შენი ტრფობის სამხილით.
შენ კი მარად იკარგე,და იბრწყინე მაია,
რადგან გმშვენის ტურფობა შენი ერის სილაღე,
უცხოეთის მიწაზე ზოგჯერ ყოფნა კარგია,
მაგრამ სულ ბედნიერი შენ სამშობლოს მენახე






ლელა ნიჟარაძეს

გაზაფხულივით ნორჩია გაქვს მზერა ,
თვალები ბრწყინავს როგორც ლაჟვარდი,
ფიქრი მიგიგავს გაფრენილ ძერას,
ბაგენი ღვივის ვით ბაღს სავარდე.
და რაოდენაც უმანკოება,
სულს ზაფრავს და ხდის დარად ცად მზისა,
ლომური სისხლი, უსაზღვროება,
თან გახლავს ვით ქალს ნიჟარაძისას,
მოქცეულია მაგ შენს მანდილში,
შხარას სიწმინდე და ლამარიას
და ტრფიალება შენებრი ქალის ,
მარად და მარად საომარია.

2.
ლელა ნიჟარაძეს
მოქუფრულა შხარა ნისლში, ცას გაჰყურებს ლოცვით მახვში,
ენგურის ხმა ისმის ჰანგად,საუკუნეთ ძინავთ მასში.
შენც ამ მზე ჟამს დაიბადე, ნიჟარაძე ლელად მთაში,
ცისარტყელას თვალებით და ლაჟვარდისფერ სხივით თმაში.
ველად ყვავილთ შენი შურდათ,იშლებოდა სუფრა რახით,
მომლოცველებს მოსვლა სურდათ დამტკბარიყვნენ შენი ნახვით.
ოჯახიც ხარობდა ერთობ, დაბადებას ანგელოზის,
მაგრამ ჯერ არვინ უწყოდა, შენგან ხალხი რას ველოდით.
სულ პატარა იყავ ბავშვი, რომ დარბოდი მინდვრად ცალად,
სინაზით ვარსკვლავთ შველოდი,მათ ხელთქმნილი იყავ ქალად.
ვეფხვმა გურამ თიკანაძემ შეგამჩნია შხარას გზაზე,
დაწნა ყვავილთა კონები, მოგაბნია უმალ თავზე .
გაგიცინა ვით მთის პირმშოს ,შეგავედრა მისი სული
და ცას ისე შეერია ,დაგიტოვა თავის გული...
ხოლო როცა გაიზარდე დაეწაფე დედა ენას,
ანთებულ კელაპტარივით ბრწყინვით-კრთობით ჰგავდი ზენას,
მაშინ ჩახვედ დედაქალაქს, დაუკოდე ბევრ ვაჟთ გული,
მაგრამ შენი მოპოვება ვით მთის ქალის იყო რთული,
როცა გზნებით მიაკითხე საქართველოს ცოდნის ტაძარს,
მაშინ უნივერსიტეტში ვერ ნახავდი შენსა სადარს.
იქ კი აკაკი შანიძემ შეგამჩნია ნიჭის წყაროდ,
მან თქვა:- მინდა ამ სვან გოგოს, რომ ჩემი გზა ჩავაბარო.
და ასეთი წიაღსვლბით ანათებდი ვით ცის ალი,
ნიჭით, ფერით, სულით, ძალით,მარად იყავ შენ ღმერთქალი.
წინაპართ სისხლი გიდუღდა, ძველი,წმინდა , კეთილბძმედი,
ბესარიონ ნიჟარაძის გახდი თანაშემომქმედი.
გააღვიძე მისი შრომა და ერს ნათლად განუცხადე,
თუ რა ჟამი გადიტანა სვან ფუსტებმა და გმირ ხალდემ.
ეროვნულ გულისხმისყოფამ, ვით ღირს ქართველს სულ თან გსდია,
მუხლს უდრეკდა შენს ქალობას ზვიადი გამსახურდია.
ანაზდადაც დაოჯახდი ლომყმამ ბრძოლით მოგიპოვა,
დედობაც ღმერთმა გაჩუქა,ტრფობის ბადეც მოგიქსოვა.
და შენს სახეს ხატად შექმნილს კვლავ წერს ზურაბ ნიჟარაძე,
მაგრამ ვის ძალუძს აღწეროს, რაც კი ზეცით იშვა გვარზე?.
მეც ამ ხოტბის ჩონგურს ვუკრავ და მახარებს მეც ცის ნება,
რადგან ჩემად რაც გიგულე აწი რაღა დამშავდება,
ღმერთმა მარად დაგვილოცოს ქართველ ქალის შენებრ გენი,
სიტყვით ტკბილად მოარაკე,ღვაწლით მუდამ კეთილმშენი,
თაობები როცა წავალთ ვინძლო დარჩეს ეს სტრიქონნი,
რადგან კვლავაც განმეორდეს შენ შვილებში შენებრ მგონი,
და თქვან აი თურმე ბებოს მგვანებია ეს ბავშვიო,
მოქუფრულა კვლავაც შხარა, კვლავ ილოცება მახვშიო...
2012.03.31





მარი დადიანს


ნაცოდვილარი ცისკარს ვეკვეთე,
მორიგ ცოდვანი მელოდებიან,
სადაც სიკეთის ცეცხლი შევკეთე ,
ყველა აუგად მიბრუნდებიან.
მე გავისროლე ბედის მშვილდიდან ფიქრის ისარი,
არ ვიცი იგი კიდე დაფრინავს,თუ მიზანს მოხვდა,
მან შეუმტვრიოს ყველა ბოროტძალს გულის ფიცარი
და ადღეგრძელოს ყველა სიკეთე რაც ქვეყნად მოხდა,
გაღებულ სარკმელს ჭადრების თრთოლვა მაკეტვინებდა ,
ჭადრების თრთოლვას შენ მაგონებდი და დარდებს მგვრიდი,
ხოლო სარკმელი შენდამი ტრფობას უფრო მძინებდა,
მისი ნიავი შენ გულცივობას ჰყვებოდა ვთვლიდი.
1996.




თინათინისადმი დიალოგში
მიძღვნილი ექსპრონტი ლექსები

1ლექსით მპასუხობ ჩემო თინათინ,
კარგი,ვილექსოთ სხვა რა გვრჩენია,
ღამეს ვაპკუროთ ჩვენ ათინათი,
ამბობენ დარდთა მოსარჩენია

*********************************
შენი მზერა და ფიქრი თბილისზე,
ნარიყალა და აბასთუმანი,
ტანჯვა გრძნობისა მთვარის ღიმილზე,
მიჯნურობაა ვფიქრობ გუმანით
ვით საოცნებო ოცნების რამხარ,
სიონის ქუჩას სწრაფ ჩავუყვები
და იქ მოფენილ იავარდს გავხარ
შენ მონატრებას მათ მოვუყვები,
მივენდე სვე ბედს უცხრომლად ალბათ,
და გაგიმხილე ქალს ხვაშიადი.
რადგანაც ტრფობა მწყურვილობს ხარბად
ის ჩემზე მეტად არის დიადი,
მაშინ ისმინონ იქნებ კერპებმა,
ზედაზენს იძრას გაც და გაენი,
რადგან შემიპყრეს უკვე ვნებებმა
და დავემუხლე ვით ყმა ყაენის

2**************************************

დაუკარგავი ამ ქვეყანად არაფერია,
მაგრამ საპოვნად ბევრი იწვის ცად კელაპტარი,
გულს თუ იპოვნი ასეთი გული განა ბევრია,
რომ, იყოს შენი სიყვარულის მარად დამტარი
და ამიტომაც დავდივარ ისე როგორც აჩრდილი,
მუდამ გავურბი დაზაფრული კოცონთ სალაღოს,
დარდმა წამართვა ყველა წადილი
და მსურს, რომ ტანჯვამ აღარ გამლახოს
ამდროს მოხვედი როგორც ზაფხული
და შეამტვრიე ყინულს სხივები არვიცი
გავძლებ ისევ ამ გულით?,
თუ შენ სიყვარულს კვლავაც მივები.

3********************************************************

ტირიფივით მომტირალი სატრფო,
თუკი შეგხვდა ტირიფის წინ თინა,
ნაფოთლარი ტბიდან მზერით გატკბო,
და ცხოვრება გაგახსენა წინა
იცოდე, რომ ის ლანდია ჩემი,
მოჩურჩულე ხეთ შრიალში ბაო,
დარჩენილი ოცნებათა გემის,
ნაზ სიოთი მოწვდენილი ხმაო

4****************************************

ჩამოთოვა უკვე გზებზე, და დადუმდა სოფელი
დაეკიდა ლოლოს სხვენზე გაიყყინა ყოველი,
ზოგჯერ გულიც ამინდს ჰგავს ემგვანება ზამთარსა
და თან ითვლის მტკივან ფიქრებს მოგონების დავთარსა,
მაგრამ აი გაზაფხულდა მზეს შეასკდა ყინვები,
კვლავ ღუმელი აგუგუნდა და ჩამოდნა მინები,
გული ესე გაიხარებს მიჯნურობის მოსვლისას,
გამხნევდიო დაგიბარებს და სიხარულს მოგიტანს,
თუ რაც იყო მტკივან გულში ის დარჩება წარსულში,
რადგან მუდამ ტრფობის ცეცხლი ინახება ამ სულში.

5*********************************************

კაცის გული სალი არის ხშირად ქალის ცრემლი ალბობს,
ან ღიმილი მწველი მისი უცაბედად მას შეაკრთობს,
ხშირად ომში გადაღლილი მოგონებებს და თავს მიანდობს,
ახსენდება მას ცოლშვილი და ნატრული დიდხანს დარდობს,
ზოგჯერ გზირად მარტო სული იარება დაზაფრული
და მისტირის ძველ სამოთხეს ევას ცოდვით დაკარგული.
შეთხზავს ზოგჯერ ქარწისქვილებს და იქცევა დონ კიხოტი,
ღვინით წყლულებს დაირბილებს,ან ბოლომდე რჩება ლოთი,
ანდა ზოგჯერ გაშმაგდება ფიქრში დემონთ ემტერება,
მაშინ უცბად დამშვიდდება ქალი თუ მოეფერება,
ხოლო არის ზოგი კაცი ცხოვრობს მხოლოდ მამულისთვის,
მის ცოლობა ძნელი არის რადგან იღწვის იგი სხვისთვის,
ასეთია ჩემო კარგო ასარჩევად კაცთ ანბანი,
ზოგის ტრფობა ხანგძლივია ზოგის მხოლოდ ცოტა ხანი,
მაგრამ მეკი როგორც კაცი ვინვარ ჯერ ვერ გამიგია,
მოყვასის და სამშობლოსთვის ჯერ ხმალი არ ჩამიგია,
ალბათ მოვა ვინმე ქალი და ჩემნაირს შეიყვარებს
და გავხდები მისთვის ფარი სანამ ის მეც გამახარებს

6**************************************

მე დავულოცავ გზებს ეკლიანებს,
რკინას ჯავარდენს, მიწებს ყამირებს,
რომელიც გუთნის ხართ აღრიალებს,
რომელიც კაცებს მარად აგმირებს,
მედავულოცავ კალთებს ხორბლიანს,
მანდილს ცრემლიანს
მკლავ რძიან მტევნებს,
ქალებს რომელთაც გახდნენ დედები
და უფლის რწმენით თან მტერიც დევნეს,
მე დაგილოცავ ყოველ სიკეათეს,
რომელიც სულში მორჩილად საჯეთ,
და გაუძელით ყოველგვარ ტკივილს
რადგანაც ღვთისათვის თქვენ გაისარჯეთ

7****************************************

ვინც კი საწუთროს ვერ შეელია
იგი კამათლად მისსხვენზე გორავს,
ჩვენი მზერა კი მათზე გრძელია,
ვინც თვისზე დიადს სიმშურით ჭორავს
რადგან ახლოა არსთა გამრიგე ,
მჭრელია მისი განსჯის მახვილი,
ხვთის სიტყვა არის ჩვენი დამრიგე,
და სათნოება გულში მარხვილი

8*******************************************

მინდა ჩემი გრზნობა თქვენთან დავაკვალიანო,
დღეო მზიანო დღეო მთვარიანო,
დარდი და ნუგეში ძმანი არიანო,
თქვენი სულის მოხარკე ვარ თინათინ მაჭავარიანო

9***********************************

შენ ამბობ ლექსი ღმრთისა ენაა,
და გრძნობაც მისი სახვთო ტარიგი,
თავად უშობხარ იქნებ ზენაარს,
რომ გასჩენოდათ მგოსანთ თანრიგი...

10********************************
ეგ ვარცხნილობა ქარს გიგავს ნიმფავ,
და მზერაც შენი ცად აპყრობილა
მთის ნაკადული მინდორველს მიგყავს,
ტყის ყვავილნარიც შენ სულს ყოფილა,
და თუ ოდესმე შეგხვდება გზად ყმა,
სამონადიროდ ტყეში ხმობილი,
შენ სილამაზის მოუწევს აღქმა.
თავად გახდება შენგან პყრობილი

11
დედისა და თავის ქალიშვილის სურათზე

ეს ორი ვარდი ერთი ფესვიდან ამოზიდული,
ორივეს ერთი სიტურფის მადლი ხვთისგან სცხებია,
ერთი გაშლილა უკვე სათაფლედ, ფუტკართ რიდული,
მეორეს კოკორს ჯერაც ბულბულიც არ შეხებია
2010.







ემა არზიანს


ნაწვიმრის ჩანგი ვით გრძნობებს ესმა
და ქარიშხალის ბუკი ნაღარა,
ვით გვალვებისგან გოდა ნერგთ ფესვმა,
გასხლულმა ვაზმა ცრემლი დაღვარა,
ისე საგრძნობი შეგქმნა შენ ღმერთმა,
კოლხეთის ბაღის წყარო ანკარა,
ცისარტყელის და ყვავილთა შერთვა,
შენს გულს დათვალებს მან მოაყარა,
დაურთო სევდა უმანკო მუზათ,
და ოცნებათა სილაღე ბალღთა,
ტრფიალის ზღვაში ჩაუშვა ღუზა,
და განაჩენი მიანდო ხალხთა,
მაგრამ, სიმტკიცემ დარდს სძლია ემა,
და სული შენი ვერვინ დაღალა,
დამსწვარი გზნებით წარმოდეგ ლემად,
და სათნოებამ აგამაღალა.
ემავ ძვირფასო, ჰიმნს ვმღერი შენსას,
ემავ ძვირფასო, მით დრო-დრო ვთვრები,
რადგან სიმდიდრე ქართველი ქალის,
ატყვია შენს ნირს ვით მწიფე ზვრები,
როგორც სიტურფე ქალღმერთი დალის.
უგმირო ვაჟთ ვერ მოინადირეს,
რადგან ცეცხლი ხარ და მისი ალი,
უღირსთ ჯოჯოხეთს, რომ აატირებს,
და დევგმირს მხოლოდ ჰყოფ სამიჯნუროდ,
მის შვილთა დედად, დასწნა აკვანნი,
ის ტრფობისა კოშკის მიიღო ხუროდ,
მხოლოდ მან უწყის შენსკენ გზაკვალნი.
და უღრმესია ეს სინატიფე,
და უმრწმესია მისი მწადელი,
ვით აიეტის სახნავ სათიბე,
ტურფა მედეა, აზონს მზად ელი,
ინათე მუდამ იცისკრაბონე,
და_ძმობას გკადრებ შენ ჩემო ემი,
რადგან ქალღმერთად გაგიბატონე,
თვით ოვიდიუს ემშურა ჩემი.
2009.10.06

*******************
ცის კაბადონზე ავიჭერ ნისლად,
და კალას მთები ცრემლად დავნამე,
კვირიაკეს და ივლიტას სისხლმა,
დამლოცოს სვანეთს სანამ ჩავალ მე.
გზა-გზა ვევედრი უფალს ჩემ ერზე.
ჩამესმის ბუკი ჩემ წინაპართა,
ვდგევარ ანთებულ სანთელით კვერზე,
გული გამოსცემს ხმათ საყდრის ზართა.
ზეცას ვუმზირე ვით ეტრატს ღვთისას,
მზის სადიდებელს ვუგალობ გულში,
დაუმარცხებელ და უდრეკ ზნისა,
მედგრად ვმტკიცდები მის აღთქმულ რჯულში,
შემიდოს ღმერთმა ფიცხელი ნირი,
შემინდოს ძრახვა დიაცურ გულის,
თუმც ვერ ავისხამ ფარ -აბჯარს გმირის,
ხარძიანების ვარ მაინც წული.
ვისაც შევფიცე ერთგულ ვარ მისი
და ვინც მიყვარდა მიყვარვის მარად
და თუ გამხადა უფალმა ღირსი,
მზად ვარ ვიარო ეკლიან შარად.
ოღონდ სამშობლო მიცოცხლოს ღმერთმა,
მოყვასისთვის არ ვიშურვო ძალი,
ან გმირს უწიოს ჩემებრის შერთვა,
მოვკვდე ვით სვანი ამაყი ქალი.
ან გავხდე დედა შვილთა მრავალთა
და სასძლო უფლის ვით მიხმობს ზეცა,
მარადისობის გზათა სავალთა,
დავადგე ჯვარით და ლოცვით მეცა.
ცის კაბადონზე ავიჭერ ნისლად..,
გზა-გზა ვევედრი უფალს ჩემ ერზე...,
ზეცას ვუმზირე ვით ეტრატს ღვთისას..,
შემინდოს ღმერთმა ფიცხელი ნირი..,
ვისაც შეწვფიცე ერთგულ ვარ მისი..,
ოღონდ სამშობლო მიცოცხლოს ღმერთმა..,
ან გავხდე დედა შვილთა მრავალთა..,
ანდა ჩემ მტერმაც მომჭამოს ჭირი…
2010

****************************
თუ კი გინახავთ ცისკარს ეძინოს?
თვალები იწვნენ როგორც გედები,
არ გააღვიძო რომარ ეწყინოს,
ფიქრობდე,გედოს კრძალვის ღვედები.
ჩუმი ამბორი მის ძილს მოპარო,
ღაწვნი ერთურთის ზღაპარს ყვებოდნენ,
გაშლილსა შუბლსა ვით სატროპაროდ,
წარბნი გიშერნი კდემით წვდებოდნენ.
შორით ისმოდეს შვლის გულისცემა,
სუნთქვა უდრიდეს მარტის ნიავქარს,
გსურდეს ჩასძახო ძილს ნაზად ემა,
ტუჩები ჰგავდეს ხატის მინანქარს.
მიუახლოვდე სასთუმალს გზნებით
და დაარწიო როგორც აკვანი,
ვითარცა ჩვილ ბავშვს მოძილეს ნებით,
მისდგე ემუხლო და სცე თაყვანი.
გადაშლილიყოს თმანი ბაღნარად,
ლოყანი ნორჩად მასში ყვაოდნენ,
კაცი გიმზერდეს აშუღის თარად,
ლექსებს ლამობდეს შენთვის რაოდენს…
იძინე მშვიდად ღამის ცისკარო,
შენმა შემყურემ ძე ღმერთს მიმართოს,
დაუწყურველო წყურვილის წყაროვ,
შენი სურვილით გული იმართოს,
რომ გაღვიძება ჰგავდეს გაზაფხულს
გაღიმებით და ბალღურ ზმორებით.
რადგან ამ ძილში სიზმრით დაზაფრულს,
დღის ანგელოზი გერგო სწორებით.
თუმცა ვერ მიხვდე ვინ გაგითენა,
ვინ გეალერსა ჩუმი ამბორით,
ვინ ლოცა მთვარით შენი გაჩენა,
ვინ გადალახა ღამე მთაგორით…



მეგობარს

როცა სამყარო ამიტეხს ბრძოლას,და გადამივლის ვით მინდორს რემა,როს ჩემზე დავცდი ისართა ქროლას,ნაომარს ნუგეშს შენ მაძლევ ემმა.როცა მოწვიმავს ჯავრები მწარი,ცად მზის ამოსვლას აღარ აქვს თემა,უსამართლობა მეგზურად არის,დაღლილს შენ მაძლევ კვლავ ძალას ემმა.რამდენსაც კიდევ დაიტევს გული,ტანჯვას,სიმწარეს,სევდას თუ გვემას,მე რაცარუნდა ხვედრ მერგოს რთული,შენ კვლავ ჩემთან ხარ ერთგულად ემმა.და თუ როდესმე გარდავლენ ცანი,მოკვდავთ განკითხვის დადგება ჟამი,გთხოვ იქ ილოცე ჩემთვის თუ მცანი,სიმართლისათვის ნანაცრი გვამი.შენ ანგელოსთა წარგზავნეს ალბათ,რათა გაგეძლო ტკივილი ქვეყნის,სხვისთვის გეცხოვრა წირული ხარბათ,მიტომაც გული ჩემი შენს ემყნის.და რაც ვადგივართ ცხოვრების შარას,შენ მაგ მანდილით,მე ჩემი ჩაჩქნით,ვერ შევეგუეთ ამ სოფლის ფარას…და განსაცდელში ერთურთს შევაჭკნით.სხვამ თუ არიცის ზეცამ ხომ უწყის,თავად განსაზღვრა ჩვენი სწორფრობა,ჩვენში ერთობას სიწმინდე უძღვის,თავდადება და სულთმეგობრობა.-ცისკრის ვარსკვლავო ჩემი თენების,დალოცე ჩემი მტკბელი ნუგეში,მეჭირისუფლე სულის მხსენები,მალამოს მცხები დაჭრილ უბეში.მესაიდუმლე,დარდისა ძნელის,ჩემი ღირსების მემატიანე,ჩემთვის უფალის მარადის მხმელი,მუდამ მიხარე და მიმზიანე.პატარა ხელებს მიეცი შვილნი,დიდთვალებსა კი სხივი ბედობის,პატარა ტუჩებს ამბორნი რბილნი,დიად გულსა კი ძალა დედობის.მეკი დამლეწე კვლავ ბრძოლის ველზე,მას კი მიართვი ნანადირევი,და თუ გადავრჩი მთხვევაც მის ხელზე,და გული ერთგულ შენაწირევი.

ანონიმური წერილები

ვიცი არ მიცნობ და ეს გახელებს,
ვინ დაგიკოცნის ჩემებრ მაგ ხელებს,
და ვინ ჩაგიკრავს გულში ჩემსავით,
როცა მინათებ ფიქრებს მზესავით,
მაგრამ ერთს გეტყვი ვინძლო მწარე ვარ,
დიდი სევდა ვარ,თითქოს მთვარე ვარ,
მნახო ატირდე და ვერ მიტვირთო,
ვიქცე ზღვასავით შენთვის ვიზვირთო,
რომ წარგიტაცო როგორც ხომალდი
და ვერ გაგგიშვა რადგან მომბარდი.
მე ხომ ავენთე შენთვის ავალდი,
მეშინის დაგწვა როგორც ქარალდი,
და ამ ქაღალდზე ვწერო რომანი,
ყურში მესმოდეს შენი წყრომანი.

********************************************

განა ვინც კი გასინჯა ღვინო მას შეელევა
ვინც მზის ლაჟვარდში ნახა სიცოცხლე იგი ბნელს არჩევს?,
როცა ვიხუტებ შენ სურათს გულში სული მელევა,
ღმერთო ნუ მომცემ მიუჩვეველს ნუ მართმევ ნაჩვევს.
კაეშნით მწარით ვნებებით ცხარით,
ველად ვიყავი მე გაჭრილ ეულ,
და უიმედოდ ნატრფობი ქალით,
დასამარებულ და ბედით წყეულ,
შენი სურათი სახატედ მქონდა,
რადგან ეს გული მხოლოდ მას მონდა,
და რომ ისმინა განგებამ ჩემი,
ვინხარო? მიგრძენ!, ეს გულიც ცხონდა

*******************************************






მე ხომ არ მიცნობ თვალით ვერ მხედავ,
თუმც არსთ გამრიგე ორივეს გვლანდავს,
მაგრამ თვითონაც ალბათ ვერ ბედავს,
რომ თქვას რას გვიქადს ან რაში გვბლანდავს…
მაგრამ ვინ იცის,იდუმალებამ ვერ შეიკავოს აღქმა დუმილი,
მაშინ ისროლოს ცად კუპიდონმა, ამურის ვნება, ნიმფათ ღიმილი,
რომ გადაიქცეს სიშორე ტრფობად და თან გაფანტოს ეს სიმძიმილი.


*******************************************

იცოცხლე დიდხანს იყავ დღეგრძელი,
ტურფა ბაღნარად მუდამ ზვავებდე,
უწინამც მე მომკვდარიყავ,ვიდრე შენ დაგიშავებდე,
ოცნებას მომიტევებდე,ოცნებას დამაცალებდე,
მე ჩემთვის ჩუმად ვიწვოდე,
შენ შენთვის მზესად ალებდე…
ერთი ყარიბი აშუღი,ამ სოფელს დაუტევივარ,
შენს ტრფობას დავუმუხლივარ,
მე ბედს ჯერაც არ ვწევივარ,
და განა შენი ღირსი ვარ,
ერთი უალქნო გემი ვარ,
სად გადამაგდებს ტალღანი,
ჩემს ნაპირს ჯერ არ ვწვევივარ,
ან ეულობამ დამღალა ან ქალს ასე არ ვგზნებივარ.
მოვიწყინე უშენობით,შეგეჩვიე რადგან მყავხარ
და რაოდენ საოცარი და რაოდენ არვის გავხარ,
მეც არ მჯერავს ვით გიპოვნე თუ გაზაფხულს დავაბრალო,
უშენობა ცრემლად ვთოვე ,გნახე ვცხონდი მე საბრალო.


*********************************
არ შეგიყვარდე ჩემო პატარავ ღირსი არავარ,
იქნებ ნატანჯი,ბილწი ალფონსი მატყუარა ვარ,
და მირონია ეგ შენი ცრემლი,ჩემთვის წყალობა,
მოკკვდეს ეს გული,თუ უღალატოს მაგ შენ ქალობას.

***********************************


-ქალი?,პურის თავთავია,
მობიბინე მინდორ ველად,
ლამაზ ღეროთ დაფხოჭნიან,
თოკს დაგრეხენ უმალ ხელათ,
ხოლო მწიფეს,მძიმეს კრეფენ,
კვლავ სიცოცხლის დასარგველად.
სილამაზე წავა ერთდროს,
ხოლო ნირი რჩება გრძელად.








ანონიმური სიყვარული

მე გაყინული დარდი ვარ თოვლში,
ხოლო შენ ჩემი გრძნობის ციალი,
წირული შენზე ფიქრებთან ომში,
დამწვარი, გზნების ორომტრიალით.
განა გახსოვარ? ოო, არა ,არა,
შენმა გულმა ხომ გამომიდარა,
რომ გითხრა ვინ ვარ, რომ შემხვდე მზარად?
ვგონებ დამტოვო ეული მარად.
რომ გითხრა ვინ ვარ, ვერ მოგწერ სათქმელს ,
რომ გითხრა ვინ ვარ, ვერ გეტყვი წადილს,
ვეღარ დაგინთებ მე წმინდა სანთელს ,
ვერ დავუმუხლებ შენ წმინდა მანდილს.
ვერ გეტყვი,- მიყვარს შენს თვალთ ბრჭყვიალი,
შენი არსობა მამყოფებს მყარად,
ამბორს შიებით, გულის ფრიალით,
ფარულად გეტრფი ამურის დარად.
მთვარიან ნაპირს მრთოლვარე ნავში,
ჩაგიხუტებდი დამყოლი ნებით,
გავცურდებოდით ცის სარკე ტბაში,
ერთურთის ტრფობის გამომწვევ ვნებით,
და იქ დავდებდით ფიცს ჩვენი ნდობის ,
და იქ დავდებდით ფიცს ჩვენი თრთოლვის,
მერე კი სიკვდილს ერთად ვუხმობდით,
თუ რამ ჩააქრო ცეცხლი ჩვენ ლტოლვის.
და რადგან ასე არავართ ზღაპრად ,
ეს დარდიც ჩემ გულს ნიადაგ ერთვის,
ჯურმუღლს გადვიქცევ მე თავშესაფრად,
და იქ მწირივით ვილოცებ შენთვის!
2012.02

შენ ალბათ ყინულს უფრო გევხარ ვიდრე ფიფქს ცისას

(ანნა დადიანს)
შენ ალბათ ყინულს უფრო გევხარ ვიდრე ფიფქს ცისას,
არ გჯერავს ჩემი ტრფობის ძალის და არც ფიცისა
ჩემად მსურს მყავდე,მაგრამ რას ფიქრობ ღმერთმა იცისა,
ალბათ გამყინავ დამაჭკნობ ეულს გამხდი მიწისას...
ალბათ ამ ჩემს გულს კვლავაც მოთოვს შენნი ზეცანი
რაიქნებოდა ჩემ მზედ და მთვარედ რომარ მეცანი...
გადამიკეტე შენსკენ სავალი ყოველნი გზანნი,
გრძნობა ბობოქრობს თუმც ტყვედ აქციე შენ იგი ანნი.
და რადგან ასე გსურს დამტოვო როგორც ხიზანი,
არ დამანებო ჩემი ტრფობის გზა და მიზანი,
ვინიცის შენგან რამდენი დადის ჩემი დღისანი,
შენ გულცივობას წასაკითხად არ ჭირს მისანი.
შენ ალბათ ყინულს უფრო გევხარ ვიდრე ფიფქს ცისას
ალბათ ცხოვრება და ქონება მიგიყვანს სხვისას
სანთელს აგინთებ იქნებ გალღვე შენ მისი წვისას
და ჩემ დამტანჯველს დაგედინოს ცრემლი ლოცვისა...
2013.02
* * *



როდესაც ლოცვა ჩემი აღარ გსურს

როდესაც ლოცვა ჩემი აღარ გსურს,
და სიყვარული ჩემი არ გინდა,
სიხარულისთვის გული აღარ ხურს,
და ცხოვრების გზა შენი დაბინდდა.
როდესაც სიკვდილს თვალში შეცქერი,
და ეგოიზმი შენი ღმერთია,
გადაქცეულხარ როგორც მეწყერი,
გზად ვინ შეგხვდება ეს სულერთია.
მაშინ ერთ რამეს კვლავ შეგახსენებ
როდისღაც ყველა მაინც მოვკვდებით,
თუკი სიყვარულს წინ არ ვახსენებთ,
სამოთხის კართან ვერვინ მოვხვდებით.
ვინც კი ოდესმე რამე ვყოფილვართ,
სიკვდილის წინე წარმოვჩინდებით,
თუ უფალს როგორ ჩვენ მივნდობილვართ,
და ამ ქვეყანას რაშიც ვჭირდებით.
თუ სიყვარული ჩემი აღარ გსურს,
და ლოცვაც ჩემი აღარა გინდა,
არც ჩემთვის გული უკვე აღარ ხურს,
ჩემი ცხოვრებაც უკვე დაბინდდა...

2013.06.09.01

შენ მოიწვიე დღეს სულს ქარები

შენ მოიწვიე დღეს სულს ქარები,
და არა მარტის ცელქმა გენიამ,
როს ტიფლისს რეკენ ტაძრებს ზარები,
პარიზში ყოფნა მოსაწყენია...
როცა საფეთქლებს გრილი ნიავი,
მაშინ მიწვდება სარკმელს რომ აღებ,
რათა მეძიო დარდის სიავით,
მყურები ქუჩებს , სახლებს თუ თაღებს.
იქ სიახლოვეს მიგრძნო ვით ვსუნთქავ,
შენივე სუნთქვით შენივე მზერით,
მნახო  ნატრული, ნაღველს გულს მუნ ვთქავ,
შენზე მლოცველი ფსალმუნის მღერით.
თუმცა შორსა ხარ- ვით ცის მნათობი,
და ხვაშიადით ამაოდ გელტვი,
ერთურთ ნატვრაა  ჩვენი გამრთობი,
რადგან არსობით მარად მე მერთვი.
და თუ იმ წყაროს კვლავ მიაკითხავ,
რომელიც შენთვის მარად ჩამოდის,
ლამზე დატოვილ ნატერფალს ვკითხავ,
ჩემი შვლის ნუკრი, ჩემსს რად არ მოდის?...
რა მნიშვნელი აქვს-მეტყვის არსობა,
იგი ციური, კვლავ ცად კიაფობს,
არ უწერია მას იქ ჩაქრობა!
თუ შენი გრძნობა ჯერ არ იაფობს.
მაშინ სიმშვიდის ალმური დამკრავს,
რადგან ტრფიალით ხამს მის ნათელი,
და თუ უფალი ჯერ ერთურთს არ გვკრავს
მაინც არ ქრება ჩვენი სანთელი.
შენი სხეული ვით საკმეველი,
თვალთ დამციალებს მირაჟის ჩრდილში,
ისევ მიდიხარ, ისევ მოგელი,
უმრევლო ხატი,ნასაყდრალ თხრილში.
იავარქმნილ ვარ ვით საუკუნე,
კვლავ მოლოდინის  კვირტებით ვღვივი,
როდის გიხილავ აღმდგარს უკენეთს
ჩემლაჟვარდმკობად- ფენიქსს ვუწივი.
ჩემ შთაგონებას მეტეხ-მტკვარ ნაჩვევს,
ანაზდად მართმევს დრო და ვერსალი..,
მაგრამ შეხვედრის ჟამს ღმერთი არჩევს,
რათა შევერწყათ ერთურთს მკერდსალი.
და მხოლოდ მაშინ ცის კაბადონზე
გადაცურდება ჩემი ღრუბელი,
თუ ფერმიხდილი შევრჩები გონზე,
ამდენი ხანი ამ დღის მხმობელი.
და სისათუთე ჩემი ოცნების,
მოწვიმავს თვალთ ზღვას შენი ხილვისას,
და ჩემი მკლავნი ძალას იგრძნობენ,
რომ აგიტაცონ ვნებათწირვისას.
მაგრამ გაცილებ, დარდით იჭვნური,
კვლავ სიმარტვილის,მიდგება დღენი,
თბილისს დატოვე შენი მიჯნური,
პარიზი გელის,-კვლავ მოსაწყენი...
23.03.2014

ცის და მიწის საოცარო არფავ


ცის და მიწის საოცარო არფავ,
ჩემს დრდსა და საფიქრელებს ჰარბავ,
მინდა გნახო ბედნიერი ,მრთელი,
შენთვის იწვის დღე-ღამ ეს სანთელი.
პურს გავტეხავ მახსენდები შენა,
ვეღარ ვიხმევ მეკარგება ლხენა,
სიტყვას ვამბობ თან მებმევა ენა,
ვფიქრობ ჩემზე ხომარა გაქ წყენა.
სასთუმალთან თუ ძილს მივეცემი,
მახსენდები რომ ლოცვა ხარ ჩემი,
სიზმრად მყოფი ვეძებ შენსა ლანდებს,
გაღვიძება კვლავ შენ ლოცვად მანთებს.
მზეს შევცქერი არ ნათს როგორც ცხადის,
რადგან მხოლოდ შენი სხივნი მწადის,
უშენობით ყველა მზე ბნელს ჩადის,
ჩემი სული ქვეყნად შენთვის დადის.
ღმერთო ჩემო შენ დამბადე ამფრად,
შენ ინდომე ჩემი ასე ზაფვრა,
ხოდა მოველ ვედრებათა სამბრად,
სხვერპლი ჩემი, იღე ტრფობის აბრად.
გთხოვ ვინც მიყვარს, სულით, ხორცით რჯულით,
მისახვედრად შენთვის არარს რთული,
ის მიმყოფე კარგად ,მხნედ და სრული,
მე ავიტან...-ვიყო შენგან კრული.
ჰე უფალო დამიტოვე მიდი,
ვისაც შენთვის ანგელოზად წვრთნიდი,
შენს საუფლოს მერე ერთად მოვალთ,
როს ამ ქვეყნად ტრფობა შეწყვეტს თოვას,
ნუ წამართმევ შენ ქმნილებას დღეესარს,
ხომ გვითხარი სიყვარული ღმერთარს.
ის მიმყოფე ბედნიერად საღად,
მისით ტურფობს მიწა ედემბაღად,
შენვე ქმნილი იცან შენვე სახად,
თავის ტყეში ნუკრ აუშვი ლაღად.
ის მიცოცხლე, სულს ამინთე ღამე,
მე სხვას არ გთხოვ არამინდა რამე.
ცის და მიწის საოცარო არფავ,
ჩემს დარდსა და საფიქრელებს ხარბავ,
მინდა გნახო ბედნიერი მრთელი,
შენთვის ვიწვი დღეღამ ვით სანთელი.
2013.06.03.02


ისევ შენ მუზავ...

შენ მელოდები დანატოვარი ჩემი თილისმით
და ზღვას გაჰყურებ ჩემი გემის მასში ძიებით
მე კი დარდისგან დანამთვრალი ბევრი ღვინისმით
შენ შესახვედრად მოვისწრაფი ხელში იებით
მაგრამ ვინიცის თუ იალქნებმა  შეცვალა გეზი,
ან შენ მოგწყინდა  სანაპიროზე  ლოდინი მარტო,
თუ ბედისწერამ თავის მერანს ამოჰკრა დეზი,
თქვა ერთურთისთვის  გაჩენილები თქვენ არა ხართო .
მაშინ ლოდინი დაემგვანება ჩემთვის სამარეს,
აღარ მომიტანს ზღვის ქარიშხალი შენ თმათა სურნელს, 
სვავნი ჩემს ცხედარს შემოუვლიან ირგვლივ კამარებს
და დროთა ფერფლი გამოგიჩენს შენთვის სხვა მზრუნველს.
შენ ჩემო ტკბილო ლამაზო  გოგოვ ჩემი ოცნების,
სადაც არუნდა იყო ქვეყნად გადახიზნული
მარად იცოდე  ტრფობის არსი მისი ორ მცნების,
ერთი ხვედრია,  მეორეკი გზა გამიზნული.
თუ ამ ორ მცნების მადლი და ძალა ჩვენ არ გვატარებს
ამაო არის მაშინ ლოდინი გრძნობის ნაპირზე
სანამდე ტრფობა ბედისწერას ძალებს ადარებს
მიყვარხარ მეთქი  აღმომხდება მაინც ამ პირზე...
2013.04.22-00:04


დამტოვა მუზამ !

დამტოვა მუზამ გახუნდა გრძნობა,
არე ემგვანა გზას უკაცრიელს,
დამღალა მარად უფალის ხმობამ,
და დარდს ვემონე მე უფრო ძლიერს.
თითქოს ტრფიალი მესტუმრა ერთხანს,
მაგრამ გამყინა კიარ გამათბო,
და ვერ გაუძლო გულმა მას მეტხანს,
რადგან არც მცინა და არც დამატკბო.
სისხლი ადუღდა ვით ბედუინის,
ცხელ უდაბნოში მოხეტიალის,
ხმელ და მშრალ ქვიშას ემგვანა ჟინი,
უგულოობით განატიალი.
თითქოს მითხარი ,რომ მიყვარხარო,
მაგრამ განიბნა უდაბნოს ქარებს,
თითქოს მითხარი ძვირფასი ხარო,
მაგრამ ვერ მიწვდა ის სულის კარებს.
ხომ ლამაზია სივრცეში მთები,
მაგრამ იქ ხარობს ეკალ ბარდებიც
თუ კი ამ ქვეყნად ჩემი არ ხდები,
მაშინ როგორღა შეგიყვარდები?!
და ამაოა სიტყვათ თამაში,
თუ შენ მაყვლოვანს არ ასდის ალი,
არ დამდო ბრალი თუნდაც ამაში,
რომ სიყვარული არ ვიცი ქალის
და სადღაც რჩება სიშორე ჩვენში,
ფიქრი ერთურთზე არაწრფელია.
უნდობლობის და ეჭვების სენში
უსულო ლტოლვა გარდამსვლელია.
მაწუხებს მტკივა ეს სიყვარული,
ამაოდ ვუნთებ უცხო ხატს სანთლებს,
მრჩება ოცნება მე გაბზარული,
შენი ლანდები ტყვილად ცხადს მართმევს.
არ მიცნობ ალბათ და იოლია,
ირგო რიგითი ჩემი თაყვანი,
შენს სილამაზეს სხვაც ხომ ყოლია
შენი ქალობის ცამდე ამყვანი.
და სულაც არ ვთვლი რომ განვირჩევი,
კიდეც მამცირებს შენგან წყალობა
ტყვილად მაწამებ მთქმელი ვარ რჩევის
სად გაგონილა მიჯნურთ ძალობა
რატომღაც ვატყობ დამტოვა მუზამ,
გახუნდა გრძნობა შენგან მავალი
ზღვას უკაცრიელს ჩავუშვი ღუზა
ვიხილე ტრფობის მზე ჩამავალი.

29,04,2013, 17:06

მზეო.., არ დამწვა, მზეო გამათბე..

მზეო.., არ დამწვა, მზეო გამათბე..,
მზეო მაჩუქე შენი ლაჟვარდი..,
მისი სინათლით მავსე დამატკბე,
ბევრჯერ აღმდგარი, ბევრჯერ დავარდი.

ცაო დამლახვრე,ცაო დამსეტყვე,
ერთ ხანს მეგონა არ ვარ ობოლი,
მცირე ხანს თურმე ოცნებას  ვეტყვე,
თურმე ვყოფილვარ მარად ობოლი.

და თუკი ჩემი მზეც ჩაესვენა..,
რისთვის ვიცოცხლებ არ აქვს მნიშვნელი,
არც ლხინს არა აქვს აზრი არც წყენას,
და არც ვის ვეძებ და არც ვის ველი...
2013.06.20


მივხვდი, შენ იყავ ჩემი ცისკარი

მივხვდი, შენ იყავ ჩემი ცისკარი,
რადგან ცისკარი აღარ ცისკარობს,
და შენ დაკეტე გულში ის კარი,
რომლითაც გული სიცოცხლით ხარობს.
დავიარები მის მერე ბნელში 
და კვლავაც ვეძებ წისქვილებს ქარის,
რათა შევაკვდე მათ ბრძოლას ხელში,
ლამანჩიელი სრულად სხვა მხარის.
მხოლოდ სურათით გეტრფოდი ერთდროს,
გადახვეწილი უდაბნოდ მბრბოლი,
ჩამორჩენილი მოკვდავი ჩემდროს,
ოცნება მყავდა მიჯნური ცოლი.
და დღეს გამშორდა იგიც ვით დარი,
და აღარც ვიცი ვიცხოვრო ვისთვის.
ფიქრში დატოვა თვალნი ზღვისდარი,
და ლექსნი ერთდროს მიძღვნილი მისთვის.
და აღარა მყავს ჩემი ცისკარი,
და სხვა ცისკარი აღარ ცისკარობს
და შენ დაკეტე ის გულის კარი ,
რომლითაც გული სიცოცხლეს ხარობს.
30.04.2013.

მახსოვხარ ისე როგორც არასდროს


მახსოვხარ ისე როგორც არასდროს,
გიგონებ ისე როგორც სიცხადე,
შენი წართმევა ვერვინ დამასაწროს,
თვით ზეცას ომი გამოვუცხადე...
რაც უნდა იყოს ზღუდე ნათლისა,
დაიწურება მზის წინ ღრუბელი,
როცა ანთია სული სანთლისა,
როცა ისწრაფვის გრძნობა უბელი.
და არ არსებობს გარდაცვალება, 
და არ არსებოს სენი უძლევი,
თუ ვინმე შენთვის დარდს ეწვალება,
თუ მისი ლოცვა გესმის ულევი.
რა დააშორებს სულს მტოლველ სულთან,
სადაც არუნდა გზნებით გაიქცე,
ხელს შეგაშველებს იგი ცის ზღურბლთან
გზად რაცარუნდა ბევრჯერ წაიქცე.
გახსოვდეს მარად ,მარად მახსოვხარ,
შენზე ფიქრია შენს სარკმელს ქარი,
შენზე ოცნება დილის მზე არი,
წვიმა კი შენზე დარდი მწუხარი.
და ნურც მიკითხავ თავად როგორ ვარ,
მძიმეა ჯვარი ჩემი მწირობის,
თუ კი ვიგრძენი შვება მეგობრის,
რბილდება ჩემიც ნასკვი ჭილობის...

14.09.2014

გასათხოვარი იზიდა

ისე დაჰყურებ მტკვარს ვით იზიდა,
რომ გასცქეროდა ნილოსის დაბლობს,
უკარება ხარ თუმც ბევრს იზიდავ,
და შენს დარდს მხოლოდ შენ გულში აფლობ.
შენი სიტურფე თუმც ურყვნელია,
ბევრი მეხოტბე სახტად დატოვე,
ვით ოქტომბერი ფოთოლთ მჭკვნელია, 
ისე დაგაჭკნობს შენც სიმარტოვე.
და სანამ  ღვივის შენს ბაღს მაყვალი
შეიცან რად ღირს  ალერსი ტრფობის
სჯობს რომ ცხოვრება იწყო ახალი,
მიჯნურით გვერდზე სიცოცხლით ტკბობის.
გავა კვლავ გავა წლები ვით ღვარი,
და მოუმატებს სევდა სულს ღადარს,
ჯერ კიდევ დროა რომ გყავდეს ქმარი
რომ შეეხიზნო  სიბერის ავდარს.
სხვაფრივ რა გალევს ამ წუთისოფელს,
თუ დაუნიშნავ პაემანს ფიქრებს,
გულს ნუ დატანჯავ მარტოკად მყოფელს 
მარადგზის ტრფობას რომ გთხოვს და იკრებს.
შენ კვლავ დაჰყურებ მტკვარს ვით იზიდა,
რომ გასცქეროდა ნილოსის დაბლობს,
სხვებრ მეც მაკრთობ და მარად  მიზიდავ,
შენს გამო ჩემს თავს უკვე ვეღარ  ვფლობ...
2013.


                                                                    


ამ მზერის ხილვას დიდხანს ველოდი

ამ მზერის ხილვას დიდხანს ველოდი,
რომ ამომეცნო შენი ბუნება,
ნატვრებში მსურდა რომ გამხელოდი,
მაგრამ ვერ შევძელ შენი ცდუნება.
და როცა გნახე მივხვდი რომ შევცდი,
მიწის მეგონე შენ ცის ტოლიხარ,
მალ დავიმუხლე რადგან ვერ შეგწვდი,
ვიგრძენ რჩეულად უფალს ყოლიხარ.
არ ძალმიძთ შენ თვალთ ვუსწორო თვალი,
არ ძალმიძს შენ სულს ავუწყო ფეხი,
უგუნურ ხიბლში არ დამდო ბრალი,
თუარ გეტრფოდე დამეცეს მეხი.
თუმც სხვისად არ გთვლი არ ვიცი იჭვი,
შენ მნათობი ხარ ჩემი ბრწყინვალე,
თუ ახლოს მკარობ მარადის ვიწვი,
როცა მშორდები გამამყინვარებ.
ჩემ სულს ვით დაღი ისე დაეტყვე,
მეუდაბნოედ ვიქეც მწყურვალე,
მზიან ღამეში შენ ნათელს ვეტყვე,
გთხოვ შემიწნარო და ნუ მდურ მალე.
მიმაფრენს ფიქრი შენზე უკვალოდ,
და განწირულთა მხედრიონს ერთვის,
და შენთვის ვცოვხლობ,შენთვის უბრალოდ,
და შენთვის ვკვდები უბრალოდ შენთვის.
თუმც შენ არ უწყი ჩემ განცდათ ავდარს,
მე შენთვის ჩუმად ვკიაფობ სანთლად,
ჩემს სულში შენით აზელილ ღადარს,
წმინდად ვინახავ სასოდ და მართლად.
ინათე მუდამ და ისამბრწყინე,
გახსოვდეს მხოლოდ შენთვის არ ცხოვრობ,
შემინდე თავი თუ მოგაწყინე,
შენ ხატზე მხოლოდ ნუგეშსა ვპოულობ.
და ნუ ჩამიქრობ შენ მზეს როდისმე,
ნუ დამიბნელებ ქვეყნად საცხოვრის,
შენთან მოვიხდი მხოლოდ ბოდიშს მე,
თუ შემელახა რწმენა მაცხოვრის…
ზეცისკროვანო ჩემო ხატებავ,
ტუჩთვარდთამკვესო, თვალთზურმუხტთმკობო,
სულსალოვანო,ჩემო განგებავ,
ურიცხვ ღირსებით ჩემო დამტკბობო.
შენ ბედისწერის გავები ხვედრში,
ძნელია აწი ჩვენი განყოფა,
შენშია ის რაც მე მიყვარს მდედრში,
არსებობისთვის რომ მსურს სამყოფად.
და რადგან შენ ჩემ ქალღმერთად გევნე,
დღე ღამეს ვაკმევ შენზე წირვებით,
მე ჩემ სიცოცხლით აგივსებ მტევნებს,
შენი არსობის მარად მჭირვები.
სადაც არუნდა იყო ნიადაგ,
შენი ტაძრისთვის მე გამოვგვდები,
სანამ იცოცხლებ მანამ ვიცოცხლებ,
როცა მოკვდები,მაშინ მოვკვდები.
გახსოვდეს მუდამ,მარად შენთან ვარ,
გძინავს თუ გღვიძავს,გწყინს თუ არა გწყინს,
მავედრებელი შენზე ღმერთან ვარ,
უშენოდ დღენი ჩემნი არა ბრწყინს.
და მეკი შენგან სხვა განა მინდა,
ბედნიერება შენი მაგონე,
ჩემი გაჩენა შენით დაღვინდა,
და მხოლოდ შენზე დარდი მაღონებს.
და თუ მოითხოვს უსაზღვროება,
შენ ფაქიზ გრძნობის მოყმედ ვერ ვდგები,
მე ვერ დავარღვევ შენ მყუდროებას,
და შენზე მლოცველ ბერად შევდგები.
ხოლო თუ ვინმე უბირ შეეხოს,
მას რითაც ხარობ, რითაც ამაყობ,
ჩემი გვარჯულის ვფიცავ მახვილით,
არვის დავინდობ გავსრეს გავაპობ.
გთხოვ ნუ დამძრახავ ამ აღტკინებას,
ვით ნაფეთქ კვირტში მაისის რთოლვას,
რადგან ეს ღმერთმა ჩემში ინება,
რომ შევეწირო შენდამი ლტოლვას…
2013.05.31

შენ ისე შორს ხარ ვით ვარსკვლავეთი


შენ ისე შორს ხარ ვით ვარსკვლავეთი,
იდუმალი და შეუცნობელი,
ჩემს დარდთა მღლელი ბნელი ღამეთი
შენსა მნათობთა გახდა მხმობელი
მაგრამ ვერ მოველ მაინც შენს ახლო
რაც უფრო გელტვი უფრო შორიხარ,
მსურს რომ შენ გვერდზე მეც დავისახლო
მაგრამ შენ სივრცით ღმერთის სწორიხარ.
ვით მოგვწდე სულით ხელთ ვიშვერ შენსკენ
შენ მხოლოდ მღიმი ნათლით ციურით,
უკარებობით ჩემ ბედზე მესკვენ
თან დამწვი არსით შენი მზიურით
რად არ ენდობი შენს გამაღრთობელს?
მე შენს წინ აჯით ვემუხლე ბევრი,
შენზე ლოცვების ამღვლენს და მთხრობელს
გადასალახი გაუხდა ტევრი...
შენ კვლავ თქვენობით მომართავ ისევ,
და ჩემი გული უცხოა შენთვის.
თუმც შთაგონებას კვლავ გზნებით მისევ
შენს მხრიდან გრძნობებს სიცივე ერთვის.
კვლავ სიმარტოვეს სჯობს მივცე თავი,
თუ თვლი გრძნობანი ”რა საჭიროა”
რამეს რომ გკითხავ:-მპასუხობ ”რავი...”
ეს ხომ სიცივის სანაპიროა...
ამ სანაპიროს არ აქვს სადგური,
შენ ისევ შორს ხარ ვით ვარსკვლავეთი,
უიღბლო სურვილთ ვუწყე ნადგური
და შენგან უკვლოდ ისე წავედი...
2013.04.03

კომპლიმენტი რომელსაც ძალმომრეობით ელოდებოდნენ ჩემგან ქალები ,-ასე მიიღეს კიდეც ...

ჩემი სულის ჯოჯოხეთის კარიბჭევ
სულარ ვნაღვლობ მე მირჩევ თუ სხვას ირჩევ,
შენი მზერით გულს ისარი გამირჭე
და არ ვიცი წავიდე თუ დაგირჩე...
და თუ გინდაც გადამაგდო მეწყრადა,
თუ გინდომე ყოველს შევძლებ მედგრადა
ვერ წამიხვალ,ვერსად ვერ გამექცევი,
თუ ქაჯი ხარ ,ქაჯურად მოგექცევი,
ვერ მომნუსხავ ვერც ლიქნით ვერც სინაზით
მიგაბრძანებ მაინც ჩემთან ბინაზე
მხოლოდ ერთით შეიძლება მაოცო
ჯერ მიკივლო მერე კიდევ მაკოცო,
ეგეთია ქალის ბედის არაკი
ჯერ ვარს გეტყვის რომ ებრდღვნები მერე კის
ამიტომაც ნუ მინაბავ მაგ თვალებს,
მოგიტაცებ ტრფობით თავს არ ვიწვალებ,
არ მაოცებს შენ სიტურფეთ ნაკრები,
სხვაც მინახავს შეზე უფრო მაგრები.
სჯობს დამნებდე ბრძოლას ნუ განმიცხადებ
თორე რაც ვთქვი აღსრულდება სიცხადედ... 
2014

                                            

წუთისოფლის რიგი

ისევ,ძველი როიალი,
ისევ ისევ ”კივის” იგი,
ისევ, სულში ცოცხლობს ალი, 
ისევ წუთისოფლის რიგი...
ისევ ისევ ფიქრი შენზე,
და ნოტებზე ნაწვიმარი,
ისევ შემოდგომა სხვენზე,
და ოქროს ფოთოლთა ქარი…
ისევ ვნებათ ჭექა გულში,
ისევ ქანდაკანგელოზნი,
ისევ გადასული რულში,
ისევ საუკვდავოდ ორნი...
ჭალის ჩქამის სისპეტაკე,
სველი ნეშომპალის სუნი,
ბეღურათ და ყვავთა ვაკე,
საფლავებთან ხმა სლუკუნის
ერთდროს დიდი ჟრიამულის
გაცრეცილი დარდით ფრაკი,
დაჟანგული დამბაჩები,
უმიზეზოთ დარჩნენ რაკი.
რჩილნაჭამი მოსასხამი,
გადაყრილი პუანტები,
ერთდროს ტაშის ცემით ხამი,
ძველ აბრებზე სურათები…
ძირგამძვრალი კალათები,
მეყვავილეთ დანატარი,
მელან ნაგლეს ბალადები,
სანთლის ღვენთთა ანათალით,
თავახდილი ეკლესია.
ჩამავალი ათინათით,
დასახვრეტთა შტამპით სია,
მწყობრში მდგომ ყოველ მეათით,
სცენა ძველი თეატრონის 
ჩავარდნილი იატაკით,
და უჭერო ამბიონი
აცვენილი ბათქაშ-ლაკით.
ეს და კიდევ სხვამრავალი ,
საუკუნის ჭირნახული,
შენში და ჩემში რად არის,
სიკვდილამდე დამარხული?
რას მივტირით რის არ გვჯერა?
-სადგურია ეს სოფელი,
ერთდროს იქეთ წავალთ ყველა
ვინც ვიყავით აქ მყოფელი.
მიბჯენილი ფანჯრის რაფას
მომლოდინე ქალის ლანდი,
ჩამქრალ ბუხარს - ცივი ფაფა,
ცრემლით სველი ხილაბანდი…
ხელკანკალით ანთებული,
ლამფა ნავთით შეზელილი,
დაუქოქავი საათი 
დამსკდარ კედელს შერჩენილი.
სახლის კუთხეს მიგდებული 
დაჟანგული პატეფონი,
”კარტოჩკები ”მოფანტული,
ომს კარგული სალდაფონის.
უმლოცველო ცივი ხატი
სკივრში მწყრალად ჩადებული,
დანაჩხაპნი ,ფერნაძვრადი ,
ანგელოზი გაგდებული…
სუნი ნესტის,სუნი ბოლის,
სუნი კაპლის,სუნი ობის,
სუნი დარდის არვის ყოლის,
მაგრამ მალულ ძველი ტრფობის.
ძველი ნდობის,ძველი კრთობის,
ერთგულობის,ერთსულობის,
…დაღუპულ მიჯნურის ხმობის.
და იმედის არ დათმობის.
და მქირდავი მოგონება,
კვლავ გზის მცქერი ბებერ ძვლების,
გულის ფეთქვა დაღონება,
დროსთან ბრძოლის ვერ შეძლების.
ლივლივებდა ფოთოლცვენა,
ლურჯმომწვანე გუბე ტბორთან,
დასტყობოდათ ტირიფთ ლხენა
პაემანის მხილველთ ორთა.
წვავდა მთვარის მინანქარი 
გასუდრებულ ღამეს ღაწვზე,
კიაფობდა ცრემლთა ღვარი 
ორთა ბედის გასაყარზე.
და ჩურჩული ვითარც ლოცვა,
იხშობოდა ხეთ შრიალში,
ღამის ჩრდილთა მძრწოლი ცოცვა,
ირეოდა ცის ციალში…
და ის ღამე დღესაც ოხრავს
გზის გამყურე დამჭკნარ თვალში,
ყურნი კვლავაც ხმებსა მოსთქვამს,
მომლოდინე მოხუც ქალში.
-დამელოდე მალე მოვალ,
დასრულდება ჩვენი ტანჯვა,
ომი, დევნა, სულში გლოვა,
და ცხოვრების ასე ხარჯვა.
ჩვენ ვერავინ დაგვაშორებს 
სიხარული გველის წინა,
ღმერთი იცავს გულისწორებს,
ორივე სოფელსა შინა..!
-ისევ კივის როიალი,
ისევ იწვის ვნება სულში,
და მე და შენ გვწვავს ის ალი
რაც რო სხვებსაც გარდასულში.
განა ღირს რომ საწუხარსა
მივეცეთ თუ წაგვლეკს წლები?
თუ ბალადას ჩემგან მდნარსა
გადარეცხავს წვიმის წყლები?
ერთხელ მაინც ხომ იელვა,
და დატოვა თავის კვალი,
ხომ შეგვაკრთო და იღელვა,
მოისტუმრა სოფლის ვალი.
და იქ სადაც მარად რჩება
და ელიან მისი მსგავსნი
ისიც იქით გარდახდება
აქ კი მის არსს შეჭამს ხავსნი.
დრო გადივლის , იმ ადგილის
ნიშნად მოვლენ ვარდ-იები,
სადაც ტანი გაიხადე
და უკვდავებას მიები.
სიო ჩუმად იჩურჩულებს
და იქნება შენი მსგავსი:
ზღვა ვით ვნება,მზე ვით სახე,
მიწა ვით შენი შიგთავსი.
კვლავ მიწერს ჩემებრი შენებრს:
-რომ მაწუხებს ფიქრი შენზე,
გავიაროთ მათ საფლავზე, 
ვინც ამბავს გვიამბობს ჩვენზე…
ჩვენი გრძნობა უკვდავია 
თუმც სიცოცხლე წარმავალი,
წუთისოფელი ავია,
მასთან ბრძოლის გვმართებს ძალი.
არ შევუდრკეთ სიკვდილამდე
მოწეულსა განსაცდელსა,
ერთად ვტეხოთ ჭირში ღამე
ჩაკიდული ხელიხელსა.
კვლავაც გუმბათს გადახდიან
ცაში ასულ ეკლესიას,
კვლავ მეორედ აწამებენ
მოსულს ქვეყნად ჩვენ მესიას.
კვლავაც ისევ ამირჩევენ
დასახვრეტად ერთერთს ათში,
რადგან მუდამ მემბოხედ
ამასოფლის ვრჩები მათში.
კვლავაც ისევ ჩავარდება,
იატაკი თეატრონის,
რადგან არასდროს ვიყავი მსგვასი
ამა დროის მონის,
მაგრამ ერთს გთხოვ მომიტევე
და გამხნევდი ჩემო კარგო
რაცა არუნდა ქვეყნად მოხდეს 
გთხოვ რომ რწმენა არ დაკარგო..!
რადგან ორთა ერთგულების,
ჰიმნსა მღერის მთელი ზეცა,
რადგან ჩემს სულს ცხოვრობ მარად,
შენს სულს ვცხოვრობ მარად მეცა !
ბაგეთ მოსწყდათ ბოლო ლოცვა,
გარდიცვალა კაეშანი,
და დედაბრის ფიქრთა ღვედნი
აგონიის გახდა ხანი.
დაუბნელდა თვალთ სინათლე ,
მიწვა ტახტზე შვების მნდომი,
გარდუარა გონს განვლილმა,
იმ საქვეყნოდ ხდა წარმხდომი.
შემსუბუქდა მისი ტანი
და მიეცა სუნთქვა ფშვინვას,
მიაშტერდა ბჟუტავ ლამფას 
და დაიწყო სულმა გმინვა…
უცებ ღამე გარიჟრაჟდა 
და ვიღაცამ გახსნა კარი,
შემოვიდა სახლს ჭაბუკი
ნათელი და მომღიმარი.
უთხრა: -გენეცვალე,ტკბილო,
ხომ გითხარი მოვა ჟამი,
რომ კვლავ ერთად შევიყრებით
განშორებით განაწამი.
და დამშვიდდა ქალის სახე
სიბერისგან დანაოჭი ,
გამოეყო მას სინათლე 
მსგავსი გოგოს ნაზი ნორჩის.
და ჩაკიდეს მათ ხელიხელს,
შეერივნენ მგზნებარ ნათელს,
ვითარც გავდა მათი ტრფობა
მსგავსი არსით წმინდა სანთელს.
ესე არის გზა სოფლისა
რასაც გვაძლევს მოკვდავთ ზენა,
მარადიულ ქვეყნის ღირსად
რომ გვყოს გვიწევს ჭირთა თმენა
და გავივლით ჩვენც ამ შარას,
საკუთხეველს შევადნებით
და მზაკვრობას ვეტყვით არას
და უფალთან მივალთ ნებით.
და თუ მკითხავს ანგელოზი 
მოფრენილი სასთუმალთან.
-რა იციო ამა ქვეყნის
მდგომი შემეცნების კართან?
ვეტყვი- არცრა არა ვიცი,
ვერცა ვწვდები, არც მსმენია,
ხოლო რამის გასაგებად 
არ მყოფნის ჩემი დღენია,
ამიტომაც ვირჩევ მხოლოდ
სიყვარულს და რწმენას მარტო,
რადგან ვერსად ვნახე ბრძენი
რომ სამყარო განმიმარტოს.
ისევ,ძველი როიალი,
ისევისევ ”კივის” იგი,
ისევ, სულში ცოცხლობს ალი, 
ისევ წუთისოფლის რიგი...
2014.11.05


გათენდა დილა ღამის ტკივილით…

გათენდა დილა ღამის ტკივილით,
ჭკუას ვერ ვსწავლობ ტყვილად ვირჯები,
ვინც კი მიყვარდა ვამბობ ჩივილით,
რატომღაც მისი ხელით ვისჯები.
რასაც ვებრძოდი მას მაბრალებენ,
სიკეთე მსურდა მითხრეს ვინ გთხოვა,
მლიქვნი უმლიქვნოთ ვეღარა ძლებენ,
ჩემა სიმართლემ მტერნი თავს მთოვა
მეგობრად ვეყმე მოყვას მის ავდარს,
მე დღე ნიადაგ,ვილოცე მისთვის
მან კი მამსგავსა ეშმაკის სადარს
კეთილი გრძნობა იმეტა სხვისთვის.
სატრფომ კი მითხრა მტრფობი ბევრი მყავს
მაწუხებს მხოლოდ ჩემი დარდები,
შენ რით მაკვირვებ შენ სხვაც ბევრი გავს
და თუ მსურს მათაც შევუყვარდები.
გათენდა დილა ღამის ტკივილის
აუგს ვერ ვსწავლობ ტყვილად ვირჯები,
კვლავ მოყვას ვუკმევ ჟივილხივილთ
და წუთისოფლის ჯვარზე ვისჯები.

2013.04.20  -   8:01

 თამილა სურგულაძის გაცნობა

რიჩარდ:-მე მომეწონეთ თქვენ როგორც ქალი,
და თქვენ სურათს ვერ მოვწყვიტე თვალი,
მერწმუნეთ არ არის ეს ჩემი ბრალი,
ჩემი კისერი და თქვენი ხმალი...
მე მომეწონა თქვენი აზრები,
სიბრძნე სიმართლით სავსე მასრები,
გავკვირდი სად აქვს თქვენ გონს სახსრები,
ასე გადმოსცეს ზნით ნააზრები...
და ამიტომაც ვიმუხლებ თქვენთან,
ვთხოვ მეგობრობას ზენას ქალღმერთან...
ვფიქრობ არ მითხრათ ამაზე უარი ,
თამილა: -ავტორი ვინაა?


რიჩარდ:-ხილი იგემე ლამაზო ქალავ
მებაღეს რატომ კითხულობ განა?
-განა მე გრძნობებს ვინმესთვის ვმალავ,
გითხარ შენივარ გინდ დამკრა დანა...

თამილა:- თქვენ პოეტობთ ანუ?
-ამასაც გამოვაქვეყნებ …

რიჩარდ:-პოეტი ხალხმა შეარქვა მგოსანს,
ვერ იპოეტებს   მოკვდავი ჩემებრ,
მაგრამ თქვენაირ ზესულს და ფრთოსანს,
ვინძლო გადავსცე გრძნობები თემებრ...

თამილა:- - მდააა..  ზედმეტ ხოტბას მასხამთ…

რიჩარდ:-ხოტბების შესხმა ჩემი ხვედრია,
თქვენი ხვედრია მხოლოდ ღიმილი,
თქვენში ნატიფი მიმზერს მდედრია,
მხოლოდ ამაზე  ძალმიძს ჩივილი...