პატრიოტული ლექსები




















ბაბუაჩემის ანდერძი შევსვი

(ვუძღვნი ჩემი დიდი ბაბუის დათიკო ნიჟარაძის ხსოვნას
რომელიც საქართველოს გასაბჭოების დროს პოლიტიკური დაუმორჩილებლობის გამო დახვრიტეს ქუთაისში, როგორც მენშევიკი 1922-23 წლებში )

იმ ნისლ- ნათელში რასაც შობს ძე ღვთის
ხასხასა მინდორს აბრწყინებს ნამი,
იქ ჩემ წინაპართ ფეხშველა შევხდი,
საუკუნენი წარილტვნენ წამით.
თეთრად მოსილთა შემმოსეს თეთრად,
რქა მომაწოდეს ზედაშით სავსე,
სპეტაკი კვართნი აენთოთ მკვეთრად,
როცა მიწოდეს მათად, მათ მსგავსედ.
გადმოვიარე არიან ქართლი,
მგლისთავა ვახტანგს ვეყმე ნიჟადად,
სპარს დიდებულის მომყვება მადლი,
და ძველ იბერთა ფესვი ნიადაგ.
მზემ დაარწია აკვანი ცეცხლის,
ლაჟვარდის პირმშო აჩუქა მითებს,
მცველი სამეფოს ოქროს და ვერცხლის,
ფუსტად მაკურთხეს სვანეთის დიდ მთებს.
ბრძოლით ნაპკური,ნააზიელი,
წყლულნი ვაკურნე ენგურის ქაფში,
რაჭას გადვიქეც აზატ-მთიელი.
უშგულში დავდგი კოშკები მახვშის.
დრო-დრო თვით მეფეც მსტუმრობდა ჯარით,
ჯიხვთ ხორცს ვაჭმევდი,ვათრობდი რახით,
და თუ დაჰკრავდა ერს ომის ზარი?..
მეფეს თან ვახლდი მე ჩემი ხალხით.
კვლავ როცა მიხმო ვეწვიე ბარად,
იმერეთს გავხდი მისი ამალა,
ბევრ ურჩ თავადთა მოგერიება,
მან ნდობის ყოფით მე დამავალა.
ბევრჯერ საყდარი ვაშენენე ობლად,
და ღვთის სამკალში ბერად დავიწვი,
ხალხთა მკურნალად და უფლის მხმობლად,
მივექეც, გავხდი, სოფლის სავიწყი.
მაგრამ, არასდროს დაავიწყდებათ,
ამაგი ერზე, ჩემ ძეებს მრავალს,
რომ ჩემებრ ღვაწლით და სასახელოდ
ღვთის და ერისკენ შეუდგნენ სავალს.
იქცნენ ისინი ნიჟარაისძედ,
და გაიმრავლეს ძალა-პატივი,
თვით გმირნი, გმირთა შთამომავალნი
ეკვეთენ რთულ გზებს, დაჰგმეს მარტივი.
ისევ მოდიან და ჟამთ მავლობა,
ვერ თრგუნავს,მათში ნიჭს მზის გალობის,
დიდია მათზე უფლის წყალობა,
კარგი კაცობის, კარგი ქალობის.
    მოისმის ბუკი საუკუნეთა,
ოფლით და სისხლით ნამუშაკარი,
თავადურ ტაბლას შვილთ არგუნებდა,
მარად მამათა ნაამაგარი.
-თავადო როსტომ, რად მწუხარეხარ,
საით წარგიდის ფიქრნი მძიმენი,
შენ ხომ მეფის ფიცს ბოლომდე გაჰყევ
და არ დატოვე მტერნი მღიმენი.
თავადმა წარბნი ცისკენ აზიდა,
დარდით გადიწნა ულვაშნი მწარედ,
ლოცვად გარდიქცა, ხმალი განრიდა,
დროთა მჭვრეტლობით გახედა არეს.
მის დიდრონ თვალში ცრემლი გახელდა,
მორიგ განსაცდელს თხზავსო სატანა,
დასაღვრელ სისხლის სვანთა- ხალდელთა,
იმერეთ-ქართლში ჯანყთ გარდამტანად.
რამდენი დევნა რამდენი ხიზნი,
ამაყთ და კეთილთ მოუწევთ კვლავაც,
კვლავ იშვებიან საერო მიზნით,
შვილნი ქართველთა სამსხვერპლოდ ხვალაც.
და მოატანა დრომაც ჩემ ჟამში,
ისევ ბრძოლებით ისევ ქარცეცხლში,
ათასცხრაას ოცში და ოცდა სამში
ქართველნი კვლავაც ვებით მახეში
ჯერ არ შობილად მყოფს, უფლის ხელში,
მაინც ვიყავი იმ სასტიკ წლებში,
როდესაც ხვრეტნენ ჩემს ბაბუს დავითს,
მის ტკივილს ვგრძნობდი საკუთარსავით,
იმედი რწმენა დარდი გოდება,
მის გულში რეკდა სამშობლოდ მწვარი,
ოც საუკუნეს უხდიდა აღაპს,
ნიჟარაძეთა უდრეკი გვარი.
კვლავაც ბარდნიდა სვანეთის მთებში,
ქუთაისს, გლოვა ისმოდა კარში,
ნასისხლის გემო მატობდა ზვრებში,
ტარიგის გული ხარობდა ხარში,
არ მოიშალოს, ჯიში და ფესვი,
არ მოიშალოს ფუძე და სახლი,
ბაბუაჩემის ანდერძის შევსვი,
გმირთა სულები ცად ქუხილს მახლის,
იმ ნისლ- ნათელში რასაც შობს ძე ღვთის,
ხასხასა მინდორს აბრწყინებს ნამი,
იქ ჩემ წინაპართ ფეხშველა შევხდი,
საუკუნენი წარილტვნენ წამით.  


იგი უფალმა მხოლოდ ჩვენ გვანდო
მზის შუქზე ბრწყინავს, დილის ნამივით
ციურ ედემი სამოთხის მიწა,
მტერთან მტრობით თუ მოყვრის ღალატით
ბევრჯერ დაიმსხვრა და დაიფხრიწა
ის რწმენამ იხსნა, ღვთის ათმა მცნებამ,
გულღიობამ და გაუტეხლობამ,
ქვეყნის დაცვისთვის ხალხის წამებამ,
და სიყვარულის დიდმა ხელობამ
ეს კურთხეული იბერთ მიწაა
და სიყვარულის დიდი მდელოა,
სიტურფეა და სიამაყეა,
 ჩემი სამშობლო  საქართველოა
 ეს უფლის, მზის და ვაზის ქვეყანა,
მთის და ზღვის შორის გაშენებულა
 როგორც ბუნება, ხალხიც ისეთი
თითქოს ზეცამდე ამაღლებულა,
მის მობიბინე მინდვრებს შევხედე,
პირქუშ მდინარეთ გავავლე თვალი,
კლდეთაც ვუმზირე ნაზად შორიდან,
მათებრ გადვიქეც მტკიცე და სალი
ბედნიერია ქართველი კაცი
ვთქვი აღტაცებით ხმამაღლა ლაღად,
რომ ღმერთს სამოთხე უბოძებია,
მიწა, ქცეული ედემის ბაღად
ბედნიერია და უბედურიც,
ლამის გამომრჩა მე ამის თქმაცღა,
რომ ჩვენი მტერი შურით აღვსილი,
ამდენ ომებით მაინც ვერ გაძღა
იგი უფალმა მხოლოდ ჩვენ გვანდო,
იცოდა ჩვენი მებრძოლი სული,
მისთვის ვეწამოთ ჩვენი ხვედრია
მისთვის სიკვდილი კი ჩვენი რჯული
გიყურებ და დარდით ვკვდები,
სულში მინდა ჩაგიხედო,
სიყვარულის ახსნით ვტკბები,
ნუ მიწყენ, რაც გაგიბედო
არ არსებობს სხვა მთა-ბარი,
ამ სიყვარულით ვარ მთვრალი,
შენი წყლული ჩემი არი
და არ დამდო შენ შვილს ბრალი
ჩემო ტკბილო და ამაყო,
მიწავ ძველო, ცავ ნათელო,
შენ სამშობლოვ საარაკო,
ჩემო გმირო საქართველო
ყველა ხეს მოვეფერები,
ყველა წყაროს დავლევ შენსას,
შენ მიწას დავეკონები,
ჩემ სიცოცხლით მოგქცემ ძღვენსა
თუ დაჩაგრა შენი გული
ძველებურად მტერმა მწყრალმა,
ამოვხადო ჩემით სული,
ვერ გამასწროს მან საწყალმამე შევაკვდე შენ მტერს ბოროტს,
შენ თუ ცოცხლად დამირჩები,
შენ იხარე ოღონდ ბოლოს
და მე უფრო გავირჯები
მე ქართველი კაცი ვარ და
არ მღალატობს ვფიქრობ გენიც,
ცუდი უკვე წლებს ჩაბარდა
და დრო დადგა უკვე შენიც
ყველა შენ სიმს ვენაცვალე
სად გაქ მიწა შენ საყარად?,
სამაჩაბლოც, აფხაზეთიც,
შენი არი აწ და მარად
შენ უფალო სახიერო,
შენზე არის სიტყვა ბოლოს,
იხსენ ტურფა საქართველო,
სიბოროტემ არ ჩაქოლოს.
ქართველთ გვიჭირვებს ამპარტავნება,
გაგვერყვნა წლობით ნაწრთობი სული,
ერთიმეორის არ გვაქვს დანდობა
ჟამი დაგვიდგა ავი და რთული
საქართველოში ბევრი ვეფხვია,
ბევრია ტურაც და ბევრიც მგელი,
მაგრამ ლომობა გადაკარგულა,
ეშხი კაცობის ქართული ძველი
ვეფხვი სავეფხვეს ვეღარ ეტევა,
მგელი ყმუილით მთა-ბარს აყრუებს,
არც ტურას წილი ლეში ეძლევა,
იმედიც ხსნისა ყველას ატყუებს
ზოგი ზეცისკენ ხელებს იშვერს და
ზოგი მიწაში ოქროს დაეძებს,
ზოგი ცხოვრებას სისხლით იგებს და
ზოგი ოცნებით აგებს ღვთაებებს
,,ვისი გორის” ვართ უნდა გვახსოვდეს
ლომობა ცუდი არა გვჩვევია,
წინაპართ სისხლი ჩვენში დაგროვდეს,
სანამ სამშობლო არ დაგქვცევია
ვეფხვსა ვასწავლოთ თავის ადგილი,
მგელმა იცოდეს ვისთან იმგელოს,
ტურად არ გვქონდეს ყოფნის წადილი,
ლომობა გვჭირდეს მთელ საქართველოს
ბევრი იმედი ამ გულმა მარცვლა,
ქართული სული სურს, რომ ღვიოდეს,
ერთურთის სისხლის და ცრემლის ნაცვლად,
სიხარული და სითბო დიოდეს
აილაგმოს და სულ გადაშენდეს,
უსუსურობა დროისა ჩვენი
ქართველ კაცობას გააჩაღებდეს,
ქართული სული ქართული გენი.

თბილისი 1993.07.31



XXI საუკუნე
სადაც ქრის ქარი,საუკუნეთა ნაგროვი ბოღმით,
და იღვიძებენ ვულკანები ვით ზღაპრის დევნი,
ეს, ოცდაერთი საუკუნე პირქუშად მოდის,
კაცობრიობა ხვდება იმედით,შიშით და დევნით.
ხალხთა ღელვამ კი გადააჭარბა ზღვა-ოკეანეთ,
საუკუნე კი ვით გემი ზღვაში მიილტვის ფრთხილად,
ვაი, თუ გემის გადარჩენა დავიგვიანეთ, ცოდვა ნაღველი კი დაგვრჩა გულში მოკვდავ აჩრდილად.
ჯერ არვინ ვიცით ეს ბედი ჩვენი საით გაგვრიყავს,
თუ აეწყობა მომავლის გზაზე ცხოვრების ქსელი,
ყველაფრის ცოდნა, ყველაფრის კვლევა, ხომ არ გაგვბრიყვავს?,
იქნებ წარსული უფრო გაგვიხდეს ჩვენ სანატრელი.
დამდგარა ჟამი საოცრების და იდუმალების,
თუმც ვზიდეთ ფიქრთა უკუღმართი და მძიმე კევრი,
დამდგარა ჟამი ძლიერთ ჭიდილთა გარდუვალების,
მით Mმოთმინება და სიფხიზლე ჩვენ გვმართებს ბევრი.
სანამდე ხალხში გამჯდარია ბოროტი გენი,
სიმდიდრის ლტოლვის ფანატიზმის ომის წყურვილის,
იქით წარმართე ჭეშმარიტების მახვილი შენი
და დაიოკე არასწორი ბილწი სურვილი.
იქნებ მზის ნაცვლად, ცა გაგვითენდეს ლაზერთა სხივით,
უჟანგბადობა ყოველგვარ ცოცხალს აქრობდეს, სპობდეს,
ვლიდე მარტოკა უდაბნოში მოსთქმით და ჩივით,
გამწარებული კაცობრიობა კი გამჩენს გმობდეს?
ჩვენ ვართ საჭესთან, ეს ცხოვრება ჩვენ გვაბარია,
ოცდამეერთე საუკუნეც ჩვენი ჯერია,
და სანამ სახე ჩვენი, ხვთის ხატის მაგვარია,
ყველამ დაუშვას ეშმას ალამი ვისაც სჭერია!
მეორედ ქრისტე თუ გაჩნდება ამ ქვეყანაზე?!
ფრინავ თეფშები თუ აალებენ უკუნით ღამეს?
 თვისით იბრუნებს დედამიწა თუ მანქანაზე,
თუ კი მსოფლიო, რკინის ჯაჭვებმა სულ არ შეჭამეს!?,
ოცდამერთე საუკუნეს _ ყველა ვუყურებთ...
ოცდამერთე საუკუნე, _ ყველას გვახარებს...
ოცდამერთე საუკუნე? _ ყველა ჩურჩულებს...
ოცდამერთე საუკუნე! _ ყველა ხარხარებს!..

1993. 06. 01 თბილისი.
თავისუფალი თემა -ექსპრონტი
საშუალო სკოლის გამოსაშვებ გაოცდაზე.


მიბოძეთ რა სახელი თქვენი სიყრმისა,
მე უღირსსა მევალა ღვთისგან,

მიმსგავსებად ნიჭთა თქვენთა და ღვაწლთა თქვენთა, 
სადიდებლად ღვთისათა. ამინ 
სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქს
უწმინდესსა და უნეტარესს ილია II – ს
 
ღვთივ მარგალიტო ქრისტეანთაო,
ღვთისმშობლის ტახტის მემკვიდრევ - მცველო,
უფლისა კვართის წმიდით – მნათეო,
სრულ ივერთათვის ღვთისა მხმობელო.
დღეგრძელი მყოფდეთ, მამავ ერისა,
ლოცვით გვაპურეთ, გულით გაგვწვართეთ
თქვენით, არ გვშინის კაცთა მტერისა..,
რადგან, ნუგეშით ზეცით წაგვმართეთ.
რაოდენ სულით დაუღალავით,
თქვენ სამწყსოს სსწავლით, სიკეთის ნერგვას,
ღმერთს შევთხოვ გრძნობით მოსაკრძალავით,
თქვენი სახელი ღირსებით მერქვას!
მომეცეს სიბრძნე გმირ წინაპართა,
რათა ხორცს სული დავუქორწინო,
შევება უღელს მათ გუთნის ხართა
და მამულს კერა ავუღორძინო.
მე ვიქცე მტვერად ჩემსავ ერისა
გავიღო სისხლი ტარიგად მძღვენი,
ზედაშე გავხდე უფლის მტევნისა,
ქართველთა შემსვან, ერეკლე _ თქვენი!


 
27.07.2007






. ძველი თბილისის ზმანება
მე სიყვარულით გულდანადაგი
სული უძღები, ეშხის ზმანება,
ძველ თბილისს ვუმზერ და ვით ბადაგი
მათრობს და ფიქრებს თან ეტანება.
მთვარე აჩრდილებს ნარიყალას უძლევ ნანგრევებს,
ჩასძინებიათ საუკუნოვან სიონის ზარებს,
დაბინდულ ქუჩებს ნაჩუქურთმ სახლებს, ჰანგი ამხნევებს,
დამწვარ ნატრფოვარ დატანჯულ გულებს ღვინო ახარებს.
ოო, ეს განცდაა აუხწერელი სიცოცხლე მინდა,
გულს უცხოდ მიძგერს, მთაწმინდის ცქერა, მტკვარის ხმაური,
ამ მღელვარებას ეს გული ჩემი რად შეუშინდა,
ორთაჭალიდან ისმის დუდუკი და კინტაური.
A აი, თენდება, სირაჩხანისკენ დუქნებს აღებენ,
მალე ვიხილავთ ქედმაღალ გოგმანს დარდიმანდების,
კნიაზჯანები ისევ ახლიდან ლხინს აჩაღებენ,
მოხუცი კინტო არღნიდან უშვებს წამალს დარდების.
ჩასძინებია მეფაიტონეს ღამის ნათევსა,
ჩიქა ღვინით და თითო შაურით ის მდიდარია,
ხვალ ისევ ცხენებს ქანც გალეულთ ზურგში წასცხებს და
ისევ ახლიდან საშოვარზე მიუხარია.
აბანოთუბანს?, ორთქლი ქეიფში შეგებრძოლება,
თვალით ვერ ნახავ სიტყვით გამოთქმაც გაგიძნელდება,
როცა აბანო, დროსტარებას თან ეყოლება,
ამ ნეტარებას და სამოთხეს რა შეედრება.
ჟინმოსულ ჯეელს მუშტიკრივი გაუმართია,
შემოხვევიან ირგვლივ ხალხი და ჯანებს უქებენ
დიდი პატარა ყველა ჩართულა ვინც კი სხარტია,
და თვით ქალაქის გუბერნიასაც სიტყვას უგდებენ.
სახელოსნოში ღიღინთან ერთად ურტყავენ უროს,
კუნთმაგარ ბიჭებს ღუმელთან საქმე არ დაელევათ,
ვაჟკაცსა კაცსა არა შეშვენის ბედს დაემდუროს,
ძმურობით ძლევენ რაცა ცხოვრებით ვერ დაეძლევათ.
აი დუქანი, ძველი დუქანი, ძველი თბილისის
აქ ყველა ფულით, გულით ლოთობით მაინც თავსდება,
ბევრი მოდიან ხათრით დუდუკის ღვინოს ხილვისით,
მაგრამ, კაცობით ყარაჩოღლობით ხალხი ფასდება.
ღმერთო, ვერცერთი აქიმი ამ გულს ვეღარ გაჰკურნავს,
ისე არ მოვკვდე რომარ დამცალდეს მე აღსარება,
მგოსან ჭაბუკის სმენით დამთვრალი მიწაც ვერ ბრუნავს,
გული ბობოქრობს, ,,იეთიმის ნახვა ნუ გეზარება’’.
სამიკიტნოში ფიროსმანი ვნახე ნასვამი
თითქოს მინდოდა რაღაცა მეთქვა და ვერ შევბედე,
ბედნიერება ნეტავ რა არი? _ იყო ნათქვამი,
როცა მის ნახატს მისი თვალების შუქით შევხედე.
ფაეტვნის ზართან, ჩინ-მედალთა ჟღარუნიც მესმა,
თავადი თავის მაყრიონით მოდინებოდა,
და კინტოებმაც ვეღარ მოასწრეს ჭიქების შესმა,
მეარღნეები არღანს უკრავდნენ _ გული დნებოდა,
თავაბნეული ბევრგან ნასვამი და ბევრჯერ მთვრალი,
ძველი თბილისის ვიწრო ქუჩებში ბევრი ვეხეტე,
უკურნებელი ვპოვე სენიც და ვპოვე წამალიც,
თუმცა ხანუმას მაჭანკლობისთვის ვერ გავემეტე.
ქარები ქრიან საუკუნეს კი თან იტოვებენ,
იმას ვფიქრობდი, ეს საუკუნეც ჩემი სახლია,
მიყვარს თბილისი და სანამ თვალნი ცრემლს ითოვებენ,
ვიტყვი: _ ეს გული, მისგან დამწვარი, სულ თან მახლია.
ძველ თბილისში ვარ და ვერ ვშორდები მე ამ ზმანებას,
ახალ თბილისშიც ისევე ვლივარ მე გულ დამწვარი,
 მიყვარს, ვეტრფივარ და ვეფერები _ მე იმ ხანებას,
და არც ჩემს მერანს, სულსა ობოლსა, არ აქვს სამზღვარი...…


თბილისი 09.01.1994.

 


 

 ქუთაისი ძველი მიყვარს
ქუთაისი ძველი მიყვარს,თავის კოლორიტებით,
ახლის მყურეს გული მიხრავს მწვავს და თან ვიშრიტები...
მაგრამ მჯერავს ძველი სული კვლავ კიაფობს მის ლაჟვარდს ,

ქართველობის სიყვარული მას გაიყვანს ავანგარდს.
ბევრი დარდი და ვარამი მოსდებია მის ქუჩებს,
მაგრამ ძველით ის ლამაზობს და სიყვარულს აქუჩებს
ტკბილი სტუმარ მასპინძლობა აკვნის ძველი ნანინა,

სიმართლისთვის გაცხარება მტერმა ვერ დაკნინა.
კვლავაც ცოცხლობს ის სულები ამბოხ გიმნაზისტების,
მათ დანატოვ ღვაწლით ვცხოვრობთ მთაწმინდამდე ვიზრდებით ..

20010წ. 

 

ჩემი გურია

ჩემი სამშობლო საქართველოა,
კუთხე სოფელი არის გურია,
სიტურფით სავსე კოხტა ლამაზი,
სულ მაღლა მთებში მოქცეულია
სუფთა ჰაერი ირგვლივ სიმწვანე,
თვალს სიამოვნებს ხარობს გულია,
მამლის ყივილი ჩიტთა გალობა,
 სულერთმანეთში არეულია.
დიდ მარალ №ტებში ტყეები მოსჩანს,
იქვე წყაროა შენ თუ გწყურია,
ქვევით ჩხრიალებს ჩვენი მდინარე,
თევზებითაა გავსებულია,
როგორც დილასა ისე ღამესაც,
აქვს სილამაზე თავისურია,
ქვემოთ ანათებს ციცინათელა,
ზემოტ ვარსკვლავნი ანთებულია,
ჩვენი ოდიდან ღამე ყურება,
მართლაც და მართლაც საამურია.
ვისაც არ გჯერავთ მოდით და ნახეთ ,
როგორი არის ჩემი გურია,
და თუ ვიცრუე მასინ დამძრახეთ
 და თან მომიზღეთ საყვედურია.
1992.06.
  

************
ძლიერ გაიხრწნა ლაზარე... 

მის ხილვა გახდა საზარე, 
კვლავ მხსნელო მოდი ნაზარეთს, 
კვლავ მიწა შეაზანზარე, 
და გაგვიცოცხლე ლაზარე, 
ივერთ აღდგომა დაზარე
2011.09.07










 იქ სადღაც ზემოთ...